მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1306 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

დაჩის ძმისა და დაიას გარდა ბიძაშვილებიც ჰყავდა.

- ვაჩე და რატი? - იკითხა დაჩიმ.

- ჰო, ვაჩე და რატი.

- რატი სულ პატარაა, - თქვა დაჩიმ.

- მერე რა, რომ პატარაა, რატი მაინც ბიძაშვილია.

- ბიძაშვილი კია, - ღიმილით დაეთანხმა დაჩი.

ერთ დღეს ბაჩო მეგობრობის მატარებელში ჩაჯდა და შორს გაემგზავრა.

დაჩის დაუბარა: მე შეიძლება დამაგვიანდეს და აბა, შენ იცი, როგორ ჭკუით იქნები, რაიმე რომ გაგიჭირდეს, იცოდე, მე ვეღარ მოგეშველებიო.

- არაფერი გამიჭირდება, - დაამშვიდა დაჩიმ, - წადი, იმოგზაურე და, რომ ჩამოხვალ, ზღაპრები ჩამომიტანე.

- კარგიო, - უთხრა ბაჩომ და მატარებელს ხელით ანიშნა: - გასწი, გამაქროლეო. მატარებელი ხელის აქნევას უცდიდა და მაშინვე მოუსვა.

დაჩი არსად წასვლას არ აპირებდა: ძმას როცა არ დავუჯერე, მაშინაც თავი კინაღამ წავაგეო. იჯდა სახლში და ელოდა.

ერთ დღეს ფოსტალიონი ველოსიპედით მოადგა ჭიშკარს და დაჩის გასანთლულ კონვერტში ჩადებული წერილი მოუტანა. დაჩიმ მანოს მისცა და უთხრა, აბა, წაიკითხე, რა წერიაო.

მანო ბევრ ბარათს ღებულობდა, თვითონაც აგზავნიდა, მაგრამ ძალიან გაუკვირდა, ასეთი წერილი ჯერ არ მინახავსო.

- დაია, შენ გოგო ხარ, მე - ბიჭი და ამიტომ სხვანაირ წერილებს მიგზავნიან.

- გოგოსა და ბიჭის წერილი მაინც წერილია და ერთნაირი უნდა იყოს.

- შენ ეს მითხარი, რა წერია, - დაჩის გულიც კი მოუვიდა.

მანომ გასანთლული კონვერტი გახია და ორად გაკეცილი სველი ქაღალდი ამოიღო.

- სველი წერილი ჯერ არ მიმიღია, - ისევ თქვა მანომ.

- თურმე რა მომხდარა. წინა დღეებში, როცა მაგარი ქარი უბერავდა, ფოსტალიონს ხიდზე გასვლისას ველოსიპედი წაქცევია და ჟურნალ-გაზეთები დაბნევია, ქარს აუღია და მდინარეში გადაუყრია. წაუღია წყალს.

- თევზებს ჟურნალ-გაზეთები ძალიან მონატრებული აქვთ, მაშინვე დასწაფებიან და ერთი სიტყვაც არ გამოუტოვებიათ, ისე წაუკითხავთ. იქ შეუტყვიათ დაჩის ამბავიც.

თევზებს მაშინ დიდი გასაჭირი ადგათ. თუ გვიშველის, ეს სახელგანთქმული მონადირე გვიშველისო და მაშინვე თავიანთ მეფესთან - კალმახთან გაქცეულან. კალმახს უბრძანებია: დაწერეთ წერილი და დაჩის გაუგზავნეთ, თორემ თევზების სახსენებელი ამოწყდება და მონადირე რაღა მონადირეა, თუ წყალში თევზი არ იქნა და ტყეში - ნადირიო.

„ჩვენ მდინარეებს სამთავიანი გველეშაპი - ბრაკონიერი დაეპატრონა.

თევზი თევზად გაანადგურა, წყალი მოწამლა და აამღვრია. ნამდვილი მონადირეები გადაშენდნენ, თუ რა ამბავია? ახლა შენი დიდი იმედი გვაქვს, თუ გვიხსნი, შენ უნდა გვიხსნა, თორემ წასულია ჩვენი საქმე, ამ წერილის მიღებისას იდგე - არ დაჯდე, იჯდე - ადექი და მოგვეშველე!“ - იხვეწებოდა მთის მდინარეების მეფე - კალმახი.

იქვე ბეჭედიც იყო დასმული: მორკალულ, წითელწინწკლებიან თევზს პირში თავისივე კუდი ეჭირა და მართლაც ბეჭედს ჰგავდა.

- რა ვქნა, ბაჩოს დანაბარებს არ გადავიდოდი, მაგრამ ნამდვილი მონადირე ის კი არაა, ვინც მარტო ნადირს ხოცავს და თევზს იჭერს. კარგმა მონადირემ ნადირი უნდა დაიცვას და თევზი მოამრავლოს.

დაჩი იმდენად სახელგანთქმული მონადირეა, თევზებმაც კი შეიტყვეს მისი ამბავი და აბა, სახლში რა გააჩერებდა. აიღო მშვილდ-ისარი, წელზე ხანჯალი დაიკიდა და გზას გაუყვა.

იარა, იარა, გადაიარა მთები, მიადგა მდინარეს და რას ხედავს: ისეთი ჭუჭყიანი და მყრალი წყალი მოედინება, ახლოს ვერ მიეკარები. - ვინც ეს წყალი მოწამლა და გააუწმინდურა, ხვალ ნადირსაც მოსპობს და ტყეს გააჩანაგებსო, - თქვა დაღონებულმა დაჩიმ.

ამ დროს ნაპირს ერთი გამხდარი, საცოდავი თევზი მოადგა და ატირდა:

- ვიხრჩობი, დაჩი, მიშველე რამეო.

- თევზს წყალში რა დაახრჩობსო, - გაუკვირდა დაჩის.

- ეს წყალი კი არა, საწამლავია.

- თქვენ საშველად ვარ მოსული, ერთი ეს მიმასწავლე, ვინაა, ასე რომ გაუოხრებია ეს მდინარე?

- მე ახლოს ვერ მივეკარები, მაშინვე გადამყლაპავს, აღმა აჰყევი და თვითონვე ნახავ, მაგრამ მარტო შენ ვერაფერს გახდები, - ცერის სიმსხო ცრემლები ჰყარა საწყალმა თევზმა.

- მე დაჩი ვარ, - უთხრა ცოტა არ იყოს ნაწყენმა დაჩიმ, - ჯერ თვითონ ის გველეშაპი - ბრაკონიერი ვნახო, იქნებ არც ისე საშიშია, როგორც თქვენ გგონიათო, - და დაჩი მდინარის ნაპირს აუყვა.

იარა, იარა და არწივის სასოწარკვეთილი ყივილი მოესმა. აიხედა და რას ხედავს: ამოექანება ამოდენა ფრინველი, გამოექანება და თავით კლდეს დაეჯახება, დავარდება ძირს, აყივლდება, - „კიდევ ცოცხალი რატომ ვარო“ და ისევ აფრინდება. გამოექანება და ისევ შეასკდება ლოდებს.

- რა დაგემართა, თავს რატომ იკლავო? - ჰკითხა დაჩიმ.

- მდინარის პირას, კლდეში ბუდე მქონდა, შიგ სამი კვერცხი მედო, მიეპარა სამთავიანი გველეშაპი და სამივე გადაყლაპა. რაღად მინდა თავი ცოცხალიო, - ისევ მიასკდა არწივი კლდეს.

- თავს ნუ მოიკლავ, ფრინველები უმეფოდ არ დატოვო, ის გველეშაპი მე მაჩვენე, ახლავე სულს გავაფრთხობინებო.

- გიცნობ, დაჩი ხარ, მაგრამ სამთავიან გველეშაპთან შენც ვერაფერს გახდებიო! - ისევ მიარტყა არწივმა თავი ლოდს.

- შენ მაჩვენე და მერე მე ვიციო! - გაგულისდა დაჩი.

- აგერ მოსახვევს იქით წევს, - მიასწავლა თავპირდასისხლიანებულმა არწივმა.

- მივიდა დაჩი და ხედავს, რას ხედავს: მდინარის მთელ სიგრძეზე გაწოლილა გველეშაპი. ერთი თავი ამ ნაპირზე უდევს, მეორე - შუაში და მესამე - გაღმა. ექვსივე თვალით წყალში იხედება და თევზის ჭაჭანებას არ უშვებს.

- შენ აქ რას დაგდებულხარ და აგიმყრალებია აქაურობა! - შესძახა გაჯავრებულმა დაჩიმ.

- ეს ვინააო? - ერთმანეთს გადახედეს თავებმა. სამივემ გაიცინა.

- მე დაჩი ვარ! - კიდევ უფრო გაბრაზდა დაჩი და ხელი ხანჯალზე იტაცა.

ფოსტალიონს რომ ქარმა ჟურნალ-გაზეთები მდინარეში გადაუყარა, წყალს აქაც ჩამოუტარებია, მაგრამ გველეშაპს უთქვამს: ახლა მაგას ვიკითხავ, მეტი არაფერი მაქვს საქმეო და, რა თქმა უნდა, დაჩის ამბავი არ იცოდა.

- შენ რა გულზე ხარ, უფროსი ძმები ხომ არ გყავსო? - ცოტა შეშინებია გველეშაპს.

- ძმა მყავს, მაგრამ სამოგზაუროდაა წასულიო.

- აქაც რომ იყოს, არ მეშინია, შენ და შენი ძმა ორი იქნებით, მე სამთავიანი ვარო, - გახარებია გველეშაპ - ბრაკონიერს.

დაჩიმ ხომ ნამეტანი მაგარი გულის მოსვლა იცის, ამოუღია ხანჯალი, მოუქნევია და გამოღმა ნაპირთან გველეშაპის თავი მოუჭრია. სულ ცეცხლი გადმოუყრიათ პირიდან დარჩენილ თავებს. გაქცეულა დაჩი, ფონი მოუძებნია, გასულა გაღმა, მოუხედავს და, რა უნახავს, მოჭრილი თავი ისევ არ მობმია ამ უწმინდურს?!

მთლად გაცეცხლებულა დიდად სახელოვანი მონადირე, ისევ მოუქნევია ხანჯალი და ახლა იქითა თავი მოუჭრია, მაგრამ რად გინდა! - გამოსულა გამოღმა და ამასობაში ის თავიც მობმია გველეშაპს და ვითომც აქ არაფერიო, ისევ თევზებს ყლაპავს.

დამჯდარა ქვაზე დაღონებული დაჩი.

მოფრენილა ცოცხალმკვდარი არწივი და უთქვამს, თუ სამივე თავი ერთდროულად არ წააგდებინე, ორიც რომ მოჭრა, მაშინვე ამოუვაო.

- რა ვქნაო? - კინაღამ ატირებულა განთქმული მონადირე.

- კიდევ ორი ძმა რომ გყავდეს, რა კარგი იქნებოდაო, - აცრემლებულა არწივი.

- მყავს! - უყვირია დაჩის, - ბიძაშვილები მყავს!

- მერედა ბიძაშვილი ძმააო? - უკითხავს არწივს.

- ბიძაშვილიც ძმაა, მაგრამ რად გინდა მერეო... - ყურები ჩამოუყრია დაჩის.

- თუ ბიძაშვილებიც ძმებია, რაღა გადარდებსო?! - გაჰკვირვებია არწივს.

- ქალაქში ცხოვრობენ, სანამ იქამდე ხმას მივაწვდენ, სანამ ისინი ავტომობილის ან მატარებლის ბილეთებს იშოვნიან, მანამდე აქ რა მაყურყუტებსო.

- მისამართი მომეცი და რაიმე ნიშანი გამატანე, შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ახლავე იქ გავჩნდებიო.

- მისამართს მოგცემ, მაგრამ ნიშანი არ გინდა, ისინი ისედაც იგრძნობენ, რომ გასაჭირში ვარო.

- როგორ იგრძნობენ, ბიძაშვილი ხომ მართლა ძმა არააო, - თავი გადაუქნევია არწივს, მაგრამ გაფრენით მაინც შურდულივით გაფრენილა.

აკვანში მძინარე ბიძაშვილს - რატის უცებ გაუღვიძია და ატირებულა, ვაჩეს წაურწევია:

- რა გატირებს, ისედაც გუნებაზე არა ვარ! - უთქვამს ვაჩეს.

- ცუდი სიზმარი ვნახე! - უღრიალია რატის.

- ნეტავ დაჩის ხომ არაფერი უჭირს?

- დაჩი მესიზმრაო, - გადაჭაჭულა რატი.

- ის მოუსვენარი მონადირეა, რაღაცა კარგი ამბავი არ იქნება, მთელი დღეა მოშხამულ გუნებაზე ვარ! - ეს უთქვამს და ამ მაღალი სახლის აივანზე არწივიც შემომჯდარა!

-არიქაო! - დაფაცურებულა ვაჩე.

- არტახები ამიშვიო! - აჩხავლებულა რატი.

- შენ ნამეტანი პატარა ხარო! - უთქვამს ვაჩეს.

- პატარა კი ვარ, მაგრამ ჩემს გაზრდამდე დაჩი გასაჭირში ხომ არ იქნებაო! - კინაღამ დაუწყვეტია არტახები.

- ეგ მართალია, მაგრამ დასახმარებლად რომ მოდიხარ, ხმლის მაგრად მოქნევაც უნდა შეგეძლოსო.

- ერთჯერ თუ გავაჭრევინე, მეორედ მოვიქნევ, ახლავე ამიშვი, დარდით აკვანში ვეღარ ვეტევიო.

რაღა ექნა ვაჩეს, ძმისთვის არტახები აუშვია, რატის შარვლის ჩაცმაც ვერ მოუსწრია; ისე მოკლე პერანგი სცმია თურმე, ჭიპიც კი მოუჩანდა, მაგრამ აბა, ახლა, ჭიპისთვის ვის ეცალა. დაუვლიათ ხმლებისთვის ხელი, შემოსხდომიან მხრებზე არწივს და არიქა, ვუშველოთ დაჩისო. აფრენილან, ღრუბლებს აშორებიან, თვითმფრინავები ჩამოუტოვებიათ უკან.

მოსულან, დაჩის თავისი ხანჯალი რატისთვის მიუცია: ძალიან ბასრია, ღონივრად რომ ვერ მოიქნიო, მაინც გაგიჭრისო, უთქვამს და გამოღმა დაუტოვებია. ვაჩე ფონით გაღმა გაუყვანია. თვითონ კი მდინარეში შეუცურავს, მაგრამ გველეშაპს წყალი მთლად აუტალახებია, მიწაზე ფეხი თუ არ გიდგას, ხმლის მოქნევა არ გინდა?

არწივი აყივლებულა, - მე შემაჯექი ზურგზე, მაგაზე ისე ვარ გამწარებული, თვალებში მივაფრინდები და მერე შენ იციო.

შემჯდარა დაჩი არწივზე და ბიძაშვილები გაუფრთხილებია, როგორც კი შუათანა თავს მივუახლოვდები და ხმალს აღვმართავ, ნაპირა თავებს დასცხეთო.

აუქნევია არწივს ფრთები, მაგრამ სანამ გველეშაპს მიუახლოვდებოდა, რატი აჩქარებულა, შემოუკრავს ხანჯალი ბრაკონიერისათვის, კარგადაც მოქცეულა, რაკი ერთი მოქნევით ვერ მოუჭრია, სანამ დაჩი და ვაჩე იმ უწმინდურს თავებს წაასხეპავდნენ, რატის მეორედ მოუსწრია მოქნევა და დაჩის ალმასისპირიან ხანჯალს პრასივით წაუგდებინებია გველეშაპი-ბრაკონიერის მესამე თავიც.

ავარდნილა მყრალი ოხშივარი. მაგრამ დაჩის ცხვირზე მოუჭერია ხელი, მერე გველეშაპის მუცელში ჩაუყვია და არწივის კვერცხები ამოუღია. გადარეულა არწივი და ისევ დატაკებია კლდეს. თურმე, ახლა სიხარულზე იკლავდა თავს.

წყლიდან თევზები ნაპირზე ამოსულან. კიდევ კარგი, დაჩის მაშინვე მდინარეში ჩაურეკია, თორემ, ვინ იცის, დიდ სიხარულზე უწყლოდ რა დღე დაადგებოდათ.

- ბიჭებო, აბა სახლში წავიდეთ!

- მე სად წამოვალ, ჭიპი მიჩანსო! - აჟღივლებულა რატი.

- არწივო, ისევ უკან უნდა წაიყვანოო, - უთქვამს დაჩის, - ხომ ხედავ, ბიჭს სიჩქარეში შარვლის ჩაცმაც დავიწყებია, შენ კი ამბობდი, ბიძაშვილი ძმა არააო.

- ბიძაშვილიც ძმა ყოფილა, არწივი ვარ, ფრინველთა მეფე, მაგრამ ჩემი ნათქვამი უკან მიმაქვსო, - შეუსვამს ზურგზე ვაჩე და რატი გაფრენილა.

- დაჩი კი, სახლისაკენ წამოსულა, - დაასრულა მანომ ზღაპარი, მაგრამ ეს ბოლო სიტყვები საქვეყნოდ განთქმულ მონადირეს აღარ გაუგონია, დაჩის უკვე ეძინა.

მანო ოთახიდან ისე ფრთხილად გავიდა, კარს სულ არ გაუჭრიალია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ