მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 19063 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1634

 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,

 ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,

 მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,

 და გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

 

 1635

 დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,

 დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,

 ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,

 და ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა".

 

 1636

 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი

 ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;

 გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი!

 და ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

 

 1637

 ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი -

 შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.

 მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,

 და ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

 

 1638

 თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;

 ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს;

 მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.

 და "ესეაო მეფე ჩვენი", - იზახდიან, ამას ხმობდეს.

 

 1639

 ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს,

 ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს;

 ღმრთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს!

 და ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

 

 1640

 სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;

 ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.

 მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,

 და გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

 

 1641

 დედოფალმან ეგრე ბრძანა: "ობოლ-ქვრივნი მოასხენით,

 ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით";

 თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით:

 და "ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით".

 

 1642

 ტარიელ თქვა: "დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:

 შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა!

 ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.

 და ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა".

 

 1643

 დედოფალმან ლმობიერად "შევუნდობო", ესე ბრძანა;

 მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა;

 ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, -

 და ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

 

 1644

 ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,

 ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;

 ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად,

 და მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

 

 1645

 ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:

 "სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!"

 თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი -

 და ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

 

 1646

 ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს!

 ვერ გამოთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!

 რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს,

 და მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს.

 

 1647

 სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:

 "თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი", - მართ ამას მოიტყოდიან,

 ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,

 და სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

 

 1648

 ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია

 უბრძანა: "ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია".

 მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია,

 და წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია

 

 1649

 ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:

 "რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;

 აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, -

 და ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

 

 1650

 ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;

 მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!"

 ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: "შენგან-აო ჩემი ღონე,

 და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?"

 

 1651

 მოხსენა: "ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გასწყრები:

 თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები,

 მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები,

 და ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები".

 

 1652

 კვლაცა უბრძანა ტარიელ: "კმარს შენი ჭირთ ნახულები,

 გვახსოვან შენნი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები;

 სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები,

 და ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-მახულები".

 

 1653

 დაჰმორჩილდა, მოახსენა: "ჭირთა ჟამი ერთხელია".

 მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;

 ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,

 და იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.

 

 1654

 ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;

 თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია:

 რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!

 და მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

 

 1655

 ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.

 უბრძანებდა: "გული შენი, განაღამცა მომემდურვა;

 აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,

 და მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა".

 

 1656

 კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: "წავიდეო სახლსა ჩემსა,

 ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;

 სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,

 და თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა".

 

 1657

 მასცა უბოძა ფარმანი: "წა, სახლი მოიარეო,

 მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო".

 ავთანდილს უთხრა: "უშენოდ რა-მცაღა გავიხარეო?

 და რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!"

 

 1658

 როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,

 კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:

 "ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები".

 და ავთანდილ თქვა: "არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!"

 

 1659

 ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,

 რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ-მც ღირს იყო მათგან კიდე!

 ერთი თვალი - წამღებელსა, ვერა თქვას, თუ: "ცუდად ვზიდე", -

 და ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

 

 1660

 ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;

 იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;

 სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;

 და ავთანდილ იტყვის: "მომკლაო სოფლისა მე სამსალამა".

 

 1661

 ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;

 გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;

 კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;

 და ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

 

 1662

 გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;

 ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;

 მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,

 და გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

 

 1663

 მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,

 ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,

 ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,

 და მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

 

 1664

 ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

 ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

 ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს,

 შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ