ეშმაკეულთ ახოსა ანგელოზმან მნახოსა, მწეროს ჯვარი ქრისტესი, გულზედ გამომსახოსა; თვისი მჭრელი ლახვარი ლესოს, გაიმახოსა; ჩემს მტერს გულზედ აძგეროს, არა წყნარად ახოსა. შეურისხდეს, დათათხოს, მჭახედ შეუძახოსა, განეცალე, განშორდი, ნუ ხვალ დავითს ახლოსა, ნურაოდეს გაივლი, სადაც ის ესახლოსა. კაცმან უნდა სიწმინდით თავი შაინახოსა, არაფერი ბოროტი გულით განიძრახოსა; თვით ერიდოს საძრახავს, სხვასა არა სძრახოსა, ვით სწადს სხვამ არ უმარცხოს, თვით სხვას არ უმარცხოსა, რაც თვით ეხნას-ეთესოს, ანუ დაეფარცხოსა, ის მოიმკოს, გალეწოს, დაიფქოს და აცხოსა. უნდა კაცმან კეთილად სწავლა შეირაცხოსა, ათის მცნების სიტყვები გულში დაიმარხოსა, გულთმოდგინედ ისმენდეს, დავითს რაც ეჩალხოსა. ათის მცნების სიტყვები გულში დაიმარხოსა, გულთმოდგინედ ისმენდეს, დავითს რაც ეჩალხოსა, გულთმოდგინედ ისმენდეს, დავითს რაც ეჩალხოსა. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |