ყრმავ, გონება უგუნური აგონიარეო, თავს ნუ გახდი უღონოდა, აღონიარეო; იქით-აქეთ მიიხედე, ათვალიარეო, სცან საწუთრო მუხანათი, სალმობიარეო. არს გზა ვიწრო, ორმო-ხნარცვი მოგანიარეო, გაუფთხილდი, არ ჩავარდე, ამოდ იარეო, ნუ გახდები უფალთანა გულმანკიარეო. გულლმობილად ენა-პირი ალმობიარეო, შეიყვარე საყვარელი, ანებიარეო, არაფერი მიაყენო საუდიარეო; რაც გეცოდოს, შეინანე, მღრდელს აღიარეო; ილოცე და იმარხულე და ეზიარეო, არ შესცვალო უბედურად საბედნიარეო, დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო. დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო, დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |