ერთ სამჭედლოდან ორი ერთნაირი სახნისი გამოვიდა.
ერთი სულ ხვნაში იყო, მეორე კუთხეში ეგდო.
დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. ერთს ლაპლაპი გაჰქონდა, მეორე კი ჟანგით იყო შეჭმული.
ჟანგიანმა ჰკითხა: ეგრე რამ გაგამშვენიერაო?
- შრომამო, - მიუგო ლაპლაპამ.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები