ერთ მოხუც გლეხს ორი ვაჟი ჰყავდა. როცა გლეხმა იგრძნო, რომ ძალიან ცუდად იყო, შვილები იხმო:
- შვილებო, სანამ მოვკვდები, მინდა გითხრათ, რომ მოზრდილ სახნავ-სათეს მიწას გიტოვებთ. მოუარეთ, დაამუშავეთ და სამაგიეროდ დიდ განძს იპოვით.
ბიჭებმა იფიქრეს, მამაჩვენი წინდახედული და თავშენახული კაცი იყო, ეტყობა, მიწაში ფული აქვს ჩამარხულიო. დაავლეს ხელი თოხსა და ბარს და განძის საპოვნელად გასწიეს.
დიდხანს იმუშავეს, მთელი მიწა დაბარ-დათოხნეს, მაგრამ განძს ვერსად მიაგნეს.
დაღლილ-დაქანცულებმა დატოვეს დაბარულდათოხნილი ადგილ-მამული.
გავიდა დრო და დიდი მოსავალი მოიწიეს.
მაშინვე მიხვდნენ ძმები, რომ სწორედ ეს იყო ის განძი, მამამ რომ დაუტოვა, - მათი თავდადებული შრომის სამართლიანი ჯილდო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები