1
აღდგა ქრისტე და აღმოიყვანა ადამიანი! ბრალეულები, ბნელშიგან ბმულნი, ბორგლინიანი! ალილუია, ალილუია, ალილუია!
2
გვერდ განგმერილმან გვაპკურა სისხლი, გვყვნა გრილოვანად, დამღერდეთ დაბდაბს, დავითს დურდუკს, დიდ-დიდროანად, ალილუია, ალილუია, ალილუია!
3
ევას ელხინა, ეროდიასა ელდანი ეცა: ვამე, ვიწვიო, ვერას ვიტყვიო, ვიხსნები ვერცა! ალილუია, ალილუია, ალილუია!
4
ზრუნავს ზარგანხდით, ზარობს, ზუზია ზატიკობასა, "ერნი ეტყოდენ ეროდიასა ეშმაკობასა! ალილუია, ალილუია, ალილუია!
5
თამაშ-თულობით, თავის თხოვნით შენ, თავხედო, ბრიყო, ირონო ირო, იონე, მოჰკალ, იმან ეს გიყო! ალილუია, ალილუია, ალილუია!
6
კაპას-კახპობით, კაის კაცის კვლად, კადნიერებით, ლექს-ღვინით მთვრალსა, ლხინად მჯდომარეს ლმობიერებით, ალილუია, ალილუია, ალილუია!
7
მეფეს მოსთხოვე: "მოჰკვეთე თავი მართლის მეტყველსა". ნუ გიკვირს, მის წილ ნაცვლად მიეცე ნავთთ ტბას, ცეცხლს მწველსა! ალილუია, ალილუია, ალილუია! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |