მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1352 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

497

 

აწ მოგითხრა ნადი-ყული ან ვინ იყო, რისა მქნელი;

იყო ერთი თარაქამა ელთა თავი ხვარასნელი,

იმის გამო შაჰ-თამაზმა მიიყენა საქმე ძნელი,

თვისის ნებით, მისის ხელით გარდაიცვა ყელზე წნელი.

 

498

 

ასე რომე შაჰ-თამაზმა საქმე ასე მოიგვარა,

ლოთობა და მეძაობა მეტად დიდად შეიყვარა,

მისად წამლად ნადი-ყული, ვით ბრმამ, წინა აღიმძღვარა,

ბეჭედი და სახელმწიფო, ჯარი სულ მას მიაბარა.

 

499

 

თვით იმ საქმით ნებიერად ჯდა განცხრომით, ამო შვებით, -

მოიფონა ხრმალ-კაპარჭი, მშვილდთ საბელი ქმნა მოშვებით,

მისგან ხნარცვში უკუ-ვარდა, აღარ იქმნა ამოშვებით.

მაშინდელნო სისხლთა ტბანო, აწ როდის-ღა აღმოშრებით?!

 

500

 

ეს გაუშვათ, იგივე ვსთქვათ, რაც გაეწყოს ბოლო თავსა,

კარგი წვითგან დავანელოთ, ცეცხლი მოუბოლოთ ავსა.

ღმერთი კარგსა რად უზემდა მას ბილწს, მეძავს და მლოთავსა?

ავის მქნელსა ავის საქმით ღმერთი საქმეს მოურთავსა.

 

501

 

რა ნადი-ყულ შაჰ-თამაზსა საქმის თავი ვერ უნახა,

დაიჭირა, დაპატიმრა, დარაჯას ქვეშ შეინახა;

გათამამდა ნადი-ყული, თოფი მართა, ხმალი ჩალხა,

მოუქნივა წინაღმდგომთა, განადინა თავში ჩახა.

 

502

 

ნადიყულობა განაგდო, მან დაირქო თამაზ-ხანი:

დაიმონა ყიზილბაშნი, ვითა მგელმან ცხვარნი, თხანი;

განიმრავლნა ბეგლარ-ბეგნი, ყულ-ნოქარნი, უზბაშ-ხანი,

გაიკეთა მეტად კარგი მან თოფხანა, ჯაბახანი.

 

503

 

რა თამაზ-ხან შაჰ-თამაზსა ამისთანა საქმე უყო,

იმისთანას ღალატითა ყელზე გარდააცვა გულყო;

ორმო-ბნელში ჩაგდებულსა თავი აღარ ამოუყო,

ყოვლს ხელმწიფეს აცოდინა, თავი თვისი საცნაურ-ყო.

 

504

 

რუსეთს გაგზავნა დესპანი, სიტყვა მისწერა ასეთი:

"ჩვენ თქვენის ტახტზედ დაჯდომით თვისის წყალობით გვცავს ღმერთი,

მოკვდა შაჰ-თამაზ ყეენი, მას შვილი დარჩა არც ერთი,

სახელად ვირქვი თამაზ-ხან, მე დავიჭირე სპარსეთი".

 

505

 

მას, თამაზ-ხანის დესპანსა, სახელად ერქო ხულუფა,

მისცეს მას დიდი პატივი პეტრებუხს, კარგი ულუფა,

იმან სცნა ვახტანგ მეფისა საქმე და განძრახულობა,

ვინც უთხრა, კარგად ვერა ქნა იდუმალთ დამარხულობა.

 

506

 

ხულუფას უთხრეს: - ვახტანგ თქვა - "მე წავახდინო სუხავი,

ის არის ჩემის ქვეყნისა დამწველი, ცეცხლით მხუხავი;

შამახიაში ყუმბარა ვყარო მეხისებრ მქუხავი,

თუ ღმერთმან ეგ კი მაღირსა, სხვა რა მაქვს შესაწუხავი!"

 

507

 

მეფე რომ გაღმით წაბრძანდა, ხულუფამ გზავნა ჩაფარი;

მისწერა წიგნი თამაზ-ხანს, გაიმაგრეო საფარი,

აწ ვახტანგ მეფემ საომრად აიღო ხმალი და ფარი,

განძრახულობა არს მისი შამახიაზე ფარფარი.

 

508

 

თამაზ-ხანს ესმა, ეოცა, იქმნა მკბენელი ნეკისა,

სუხავის ჯარი მან შექმნა, ვით ისომ ამალეკისა,

ჯერ შამახია დალაშქრა, ქვეყანა მოსპო ლეკისა.

კვლავ ხმა ასმინა განჯასა ოსმალოს კართა რეკისა.

 

509

 

ერთს დღეს თამაზ-ხან თავის ჯარს მიუძღვა ასე ხერხითა

ათი-ათასი ათასთა განასრესინა ფეხითა:

განჯის კარები დამუსრა ზალაყინისა ჯეხითა,

თიფლისი ნებით დაცალეს, გავლეს ბეცებით, ხეხითა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ