მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1553 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

478

 

ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,

რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი;

რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,

იმისთვის ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.

 

479

 

ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთისოფელი:

წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნათ გრძლად სამყოფელი;

მით სევდა ვახტანგ მეფესა გონების დასაყოფელი

სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.

 

480

 

ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:

სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო, - გული სტკიოდა;

თავისას, თავის ქვეყნისას უბედურებას ჩიოდა:

გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა ვსთქვა, რა ვარჩიო, და?

 

481

 

ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გარდამწდომარე,

ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ-დაუცდომარე,

გვირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,

მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.

 

482

 

მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრემლით ღაწვნი დანასველა,

მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიერი, არც შიშველა.

ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!

- შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.

 

483

 

მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,

სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას ჩემი ჯარი;

მუნ მიბრძანდი; საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,

ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებოს, მაიხმარი!

 

484

 

მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,

ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ, ასის-თავთა:

თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;

თავს საკვდავად არ ზოგვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!

 

485

 

მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:

ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზე, არა ძვირად;

ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?

დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.

 

486

 

წინ წადგა და ტახტზე მჯომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა:

ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა დაულოცა:

"ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა".

- სადღეგრძელო დაულივა, თვით ბრძანა და მასაც მოსცა.

 

487

 

წამოვიდა პეტრებუხით, მეფე მოსკოს ჩამოვიდა.

მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა-ვინ და,

წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: "ექვსი ნავი გვინდა".

შექნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.

 

488

 

ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:

ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,

წინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით.

ჩვენი ავად სიარული სამს თვეს უკან შევიტყევით!

 

489

 

ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა.

გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა საბრუნავითა;

წინ სვიმონ აბრამისშვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,

აღავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!

 

490

 

მოახსენა: "შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!"

მეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა:

ესრეთ მოთქვა: "ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,

გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!

 

491

 

ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,

ქარი ქრის და აფრა-გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული.

ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული

ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.

 

492

 

დღეს რაც საზარელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,

ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა ბაყაყურმა!

პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,

რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულ-ღვიძლ დანაყულმა?

 

493

 

- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?

თუ წავიდე დარუბანდსა, მე ვიქნები რიღას მქნელი?

ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინე საქმე ძნელი,

სულ სიცოფედ შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!"

 

494

 

კვლავ ბრძანა: "გავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხაგან დგომასა,

იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს შამადგომასა;

რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,

სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!"

 

495

 

გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,

მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,

ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს, გარდმოჰკიდესა,

რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი მოუკიდესა.

 

496

 

ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,

ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა:

არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,

ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ