444
ღმერთო, მომხედე, ვედრება მისმინე, გამიგონეო! მუხლ-მოღებულვარ, არ ძალმიცს აქედამ დაძვრის ღონეო; ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი, მომიფონეო, მერმე შენ გზაზე მიმიძეღვ, სად გინდეს, წამიყონეო!
445
იესო წყემსო კეთილო, ჩემებრ წარყმენდილთ მპოველო. ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია, ვსცადე და ვერ ამოველო ბრძანე: "ძის თხოვნით მამასა სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო", ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი, როს მკვდარი განმაცხოველო.
446
აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა. მინდა და ვეღარ დავძრულვარ ძალთაგან განასულითა; თუ მიხსნი, ისევ გმსახურო ქრისტიანისა სჯულითა, თუ არა, მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წამწყმენდ სულითა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |