394
თომავ, დავით მეო, ამ წიგნს მოგართმეო! წაიკითხე, შენ გაშინჯე, კარგად შეიტყეო, რომელიც ხმა შენ შეგეწყო, მეც ის შევაწყეო. თუ რამ შენთვის მამეპაროს, შენთვის გარდიწყეო.
395
ტანსა რაც გინდა უყავი, თავს ნუ შემირყეო. უკაცრაოდ ნუ ვიქნები, ძმაო, ამაზეო, რომ ეს სიტყვა შემოგკადრე, ვერ გითავაზეო, შენს ქალთა-მზეს ბევრითა სჯობს ჩემი მზეთა-მზეო,
396
ქვეყანაზედ არცად არის იმ სილამაზეო. თუ ნახევდე, იკადრებდი მთხვევნას ფეხებზეო. გამოვარჩივე მე იფქლი, შენ შახვეტე ბზეო, ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გაცვლის შენს შავს არაბზეო.
397
გამოვარჩიე მე იფქლი, შენ შეხვეტე ბზეო, ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გაცვლის შენს შავს არაბზეო. ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გაცვლის შენს შავს არაბზეო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |