მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2032 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

291

 

მიუხაროდათ დიაკვნებს საქართლოდ გაჩაფრულებსა:

"გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა;

საქონლით სავსეს მოვასხამთ ჯორ-აქლემთ დაყათრულებსა!"

ეს არ ეგონათ, საკანში ჩაყრიდენ ხელ-შეკრულებსა!

 

292

 

ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,

მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ-გელაქნურითა,

მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,

მეოთხემ - კიდეც დაგვთოკენ საბლითა მაზმანურითა!

 

293

ვით მდინარე ღვარ-შერთული ზვირთს ისვრიდეს, სჩქერდეს დიდად,

მას ქვეითამ ვერ შებედოს, გადოს რამე მაზე ხიდად;

გატყდეს ხიდი, ზედ მავალნი გახდეს ხავსთა მოსაჭიდად,

ეგრეთ ბერებს მიუვიდათ, რაც მოგითხარ, მაგალითად.

 

294

 

მეფე დახვდათ ჯავრიანად, შესაზარი შესახედლად,

მისგან ბერებს გაუძნელდათ პირად სიტყვა შესაბედლად;

გამოიღეს წიგნი წინა, მიიმძღვარეს საფარ-კედლად,

მიართვეს და ზოზღნად რასმე სიტყვას მოყვნენ ერთობ დედლად.

 

295

 

მეფე წიგნის კითხვას მოყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,

წაიკითხა, რაღაც ნახა სიტყვა ყიფურ-ამაყური;

პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური.

თივა ცეცხლს ხვდა, ქარმან ჰქროლა, ალმან შექნა აწ გურგური!

 

296

 

გახდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი.

ბერებს უთხრა: "რად მოგქონდათ თქვენ ასეთი დანაწერი:

რისთვის იმას არ ურჩივეთ, ზედ თუ გესხათ ულვაშ-წვერი;

თუ არა და წყალს არ სცვივდით, თუმცა გაღონებდათ მწერი!"

 

297

 

"რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცავთ, ღმერთს არ ესავთ?

გამოსულხართ და დასდიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ;

ჩვენთა ხრმალთა გამახულთა მაგით უფრო თქვენ აღლესავთ,

ღმერთი როგორ დაიდუმებს, არა გკითხავსთ მაგდენს თქვენს ავთ!"

 

298

 

გაწყრა, ბრძანა: "ჰხედავთ ბუში სიტყვებს მკადრებს როგორ მქისებს!

არ ვიცი, თუ რით მაშინებს, რა ხაზინა უძეს ქისებს!

მე, ვით ორბსა, მდევს კირკიტა, დამტრიალებს, დამკისკისებს.

ჩემგან იგი რას წაიღებს, მე მოვიტან თუ არ მისებს!"

 

299

 

უბრძანა თავის მოყმეთა: "მე ცეცხლსა ეს მიკიდებსა;

თვით გიჟი ჭკუვას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდებსა;

უყურეთ ცალ-გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა!

აწ ხელი ჰკიდეთ ციქვებსა, მაგ მატყუარა ფლიდებსა!".

 

300

 

"დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღრმასა ხაროსა;

თავს დააყენეთ დარაჯა, არავინ გამოთხაროსა.

მომზადენ ჩემი სპასპეტნი, ლაშქარი შეიყაროსა,

წავიდეს, მოსპოს კახეთი, მტრის ჯავრი ამამყაროსა!"

 

301

 

აწ გაუმჟღავნდათ რჩევანი, რაც ქართველთ ივეზირესო;

მოხსენდა კახსა ბატონსა, ბერები დაიჭირესო.

მათ თქვენი მიწერილობა დიაღ შორს დაიჭირესო.

ემზადებიან სალაშქროდ, ნაღარა დანაყვირესო.

 

302

 

კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;

იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;

ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი,

რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა მუნ-საფარი.

 

303

 

შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრან-ჭარსა;

უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შავჭამ იმათ ჯავრსა:

შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,

წაუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.

 

304

 

ქართლს, კახეთსა გარდეხადა მაშინ ღვთისა საფარველნი,

ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!

გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი,

ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!

 

305

 

სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქცივეს,

წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქცივეს,

დანამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქცივეს.

თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქცივეს!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ