387
გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: "მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
მათი ერთგული გაძღებიხ ყოველი სული მშიერი,
და ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადრიერი.
388
ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
და სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".
389
კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები,
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრომ იუხვის, რაცა ვინები,
და აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
390
პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი".