მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 7075 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეფე ერეკლეს დიდხანს ჰქონდა ომი სპარსელებთან და ოსმალებთან.

ამით ისარგებლეს ჭარელმა გლეხებმა, რომლებიც საინგიოს ახლო ცხოვრობდნენ და რბევა დაუწყეს ინგილოებს.

ბედად, ერეკლემ მალე ბრწყინვალედ გაიმარჯვა სპარსელებზედაც და ოსმალებზედაც და მაშინ მოიწადინა ჭარელების ჭკუაზე მოყვანა და ალაგმვა. შეკრიბა ჯარი, მიადგა ჭარსა და იწყო ბრძოლა.

ზურგის ჯარად ერეკლეს ჩვენებური თათრები ჰყავდა. ესენი წინათ დიდს ერთგულებას იჩენდნენ ქართველებისას, მაგრამ ახლა კი უღალატეს და უკანიდან აუტეხეს სროლა.

ქართველი ჯარი იძულებული გახდა უკან-უკან წამოსულიყო.

ამ დროს მეფე ერეკლეს მტრის ტყვიამ ცხენი მოუკლა. იქვე თავადი ანდრონიკაშვილი ჩინებულს ცხენზე იჯდა. აქეთ-იქიდან დაუძახეს: ცხენი მეფეს დაუთმეო.

ანდრონიკაშვილმა უთხრა მეფეს: „მობრძანდი, უკან შემომიჯექი, ჩემი ცხენი ორივეს კარგად გვატარებსო“.

- „შენც შეგარცხვინა ღმერთმა და შენი ცხენიცაო“, მრისხანედ მიაძახა ერეკლემ.

იქვე ახლო შეესწრო ქიზიყელი გლეხი ბოსტაშვილი, რომელიც ბედაურ ცხენზე იჯდა. მაშინვე გადმოხტა, მიართვა ცხენი მეფესა და მოახსენა: "ჩემი სიკვდილი არაფერია, შენი დაღუპვა კი ქვეყანას უბედურებას მიაყენებსო."

ყველა ამის მოწმე და მნახველი აღტაცებაში მოიყვანა ამ გლეხის თავგანწირულებამ და დიდი ქება უძღვნეს.

ამ გლეხის ჩამომავალნი არიან ახლანდელი აზნაურნი ბოსტაშვილები, რომელთაც მადლიერმა ერეკლემ აზნაურობა უბოძა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ