ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ მგელიო.
გლეხები გაიქცნენ, ნახეს ტყუილი იყო.
ასე მოატყუა მეორედ და მესამედ.
მეოთხედ მგელი მართლა მოვიდა.
ბავშვმა მორთო ყვირილი: არიქა, მიშველეთ, მგელიო.
გლეხებს ეგონათ, კიდევ გვატყუებსო და ყურიც არ ათხოვეს.
მგელი უშიშრად დაერია ფარას და დიდი ზიანი მიაყენა.
* * * * * * *
ანდაზა: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო."
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები