მთვარიანი ღამე იყო. სოფლის მოედანზე ბიჭები მოგროვილიყვნენ და ერთობოდნენ.
სანდრომ თავი მოიწონა:
- თქვენზე ხელის გასვრა არ მინდა, თორემ ყველას ერთად მოგერეოდითო!
მეგობრებს გული მოუვიდათ და სანდრო სასაცილოდ აიგდეს:
- ჩვენს მკვეხარა დევს გაუმარჯოსო!
- მთვარიანი ღამე არ ყოფილიყო, მე თქვენ გიჩვენებდით სეირსო, - მუქარით თქვა სანდრომ .
- რას იზამდიო?
- რას და დავიმალებოდიო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები