ერთხელ ხეები წაკამათდნენ, არა მე გჯობივარ, არა მეო.
მუხამ დაიკვეხნა:
- მიწაში ღრმად მიდგას ძლიერი ფესვები, ტოტები ცამდე მაქვს აწვდილი და ქარიშხალიც ვერას მაკლებსო.
ვაშლის ხემ ბაღიდან გამოსძახა:
- ძმობილო, ტყუილად ტრაბახობ. შენს ნაყოფს მხოლოდ ღორები თუ იკადრებენ, ჩემი ნაყოფი კი მეფის სუფრასაც დაამშვენებსო.
ფიჭვმა ორივეს ასე უპასუხა:
- თქვენ ზამთარში ფოთლები გცვივათ. მე კი მაშინაც ხასხასა წიწვებით შემოსილი ვარ. ჩემი გირჩებით გლეხის ბუხარსაც ვაგიზგიზებ და სახლსაც ვანათებო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები