პატარა ვანო თავახდილი ქვევრის პირთან იდგა და ძალზე გაბრაზებული სალანძღავ სიტყვებს გაიძახოდა.
ქვევრი ცარიელი იყო და ბავშვს თავისი სიტყვები უკან უბრუნდებოდა.
ვანომ დედას შესჩივლა:
- ამ წყეულმა ქვევრმა ლანძღვით ამიკლოო .
დედამ უპასუხა:
- შვილო, შენი თავი შენ თვითონვე გაგილანძღავს. ცარიელ ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები