გლეხს ფული მოპარეს. ქურდი ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.
შეიკრიბნენ ერთად გლეხები.
ერთმა მოხუცმა კაცმა უცებ დაიყვირა: - დახე, დახე, ქურდს ქუდი ეწვისო .
ერთ-ერთმა გლეხმა ფიცხლავ ქუდს ხელი იტაცა.
მაშინ ყველამ შეიტყო, თუ ვინ იყო ქურდი.
* * * * * * *
ანდაზა:
"ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ასჯერ გატყდებაო."
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები