მამა და შვილი დამწიფებული ყანის პირას იდგნენ.
შვილი დააცქერდა თავთავებს და მამას ჰკითხა: - მამილო, რისგან არის, რომ ზოგ თავთავს თავი ძირს დაუხრია, ზოგს კი ზევით აუშვერიაო?
მამა უპასუხა:
- რომელი თავთავიც სავსეა მარცვლებით, თავი დაუღუნავს, ცარიელს, ფშუტეს კი, თავი აუშვერიაო.
- ჰო, ახლა კი მივხვდი, ჩემი უვიცი ამხანაგი ცხვირს მაღლა რად იწევსო, - თქვა შვილმა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები