ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ.
ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო.
უცებ თავს წაადგა ციცხვი.
- ერთი ამას დამიხედეთ, მე მაინც ხომ ვიცი რა ოქროს ძირიც გაქვსო!
მკვეხარა ქოთანს შერცხვა და ხმა გაკმინდა.
* * * * * * *
ანდაზა:
"ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო."
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები