მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 278993 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ვხედავ, რომ უებრო გმირები რომ ხართ, - მიმართა ტარიელმა ავთანდილსა და ფრიდონს, - თქვენი რჩევაც თქვენს ძალგულოვნებას შეჰფერის. ფიცხელი ბრძოლა გწყურიათ და სხვა კაცი მარტოოდენ მაშინ გინდათ მშველელად, როცა გახურებულ ომში გაგიჭირდებათ. მაგრამ ჩემზედაც იფიქრეთ, მე რაღა ვაკეთო:


ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,

თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?!


ხომ შევრცხვი და თავი მომეჭრა! არა, მაგას ნუღარ მეტყვით, სჯობია, ასე ვქნათ: რაზმი თანბრად გავიყოთ, თითოს ას-ასი კაცი მოგვხვდება, და უთენია ცხენები ფიცხლად გავაქროლოთ, სამივემ სამი მხრიდან შევუტიოთ.

ვეცოტავებით და წინ მოგვეგებებიან, აი, მაშინ კი ხმალი ვაჟკაცურად დავატრიალოთ, "ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა მას, ჩვენგან მძლედ ნახმარებსა! გონს მოსვლა არ დავაცადოთ, ყველანი ერთად ვეკვეთოთ და კართა დახშვას ვეღარ მოგვასწერებენ.

სამიდან ერთი ხომ მაინც შევუვალთ და იმ ერთმა შიგნით მათი სისხლის ღვარი დააყენოს, სხვები გარეთა ლაშქარს დავერიოთ და მუსრი გავავლოთ.

- კარგად ვიცი, მაგ ჩემეულ ცხენს კარის დახშვას ვერ მოასწრებენ, - ღიმილით უთხრა ფრიდონმა, - არ მეგონა, თუ ქაჯეთს ლაშქრობა მოგვიწევდა, თორემ, ჩემი სიძუნწე გითხრა, არა და არ გიძღვნიდი.

ამაზედ გაიცინეს და გახალისდნენ, ენამჭევრი მეგობრები ერთმანეთს მოხდენილად და მიმზიდველად ეხუმრებოდნენ, ლაღობდნენ, მხიარულობდნენ.

ორივე ძმობილი ტარიელს მიემოწმა, მისი რჩევა გაიზიარა: რაზმი თანაბრად გაიყვეს, თითომ ას-ასი გმირთა დარი მეომარი წაიყვანა და თითო კარიბჭე დაიგულა საიერიშოდ. საომრად აბჯარასხმული სამი უებრო მხედარი-რაინდის ნახვას არა სჯობდა რა:


"
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;

მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;

ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;

და დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.


ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:

რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია,

მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,

და მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია."


თუმცა ავთანდილი და ფრიდონი მიუწვდომელი სიკეთით ბრწყინავდნენ, მაგრამ ტარიელის ვაჟკაცურ შემართებას მაინც ვერა შეედრებოდა რა, როგორც მზეს, სხვა მნათობთ რომ ერთობ დაფარავს და მის შუქზედ თვით მთიებნიც აღარ ჩანან.

ახლა მათი ფიცხელი ომის ამბავს გიამბობთ და ყური დაუგდეთ, მოისმინეთ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ