მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18336 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ოქროს ქანი (მინერალი) ეპოვნა ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვა. 

ქალაქში ერთი მჭედელი ცხოვრობდა. ერთხელ ცული გააკეთა და გაყიდა: წავიდა ცულის მყიდველი და შეშის ჩეხვა დაიწყო. ცული ერთ ქვას მოხვდა და პირი გაუფუჭდა. თურმე ის ქვა, როგორც კი რკინას მოხვდებოდა, ოქროდ აქცევდა. ცული გაყვითლდა და პირი გაუფუჭა.

იწყინა მყიდველმა: მჭედელმა მომატყუა და სინის ცული მომყიდაო. 

მივიდა და მჭედელს წაეჩხუბა. მჭედელი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ გაუფუჭა რას შემოჰკარიო? 

წაიყვანა კაცმა და ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოხვდაო! 

ფული უკან გამოართვა, ცული დაუბრუნა და წავიდა. 

მჭედელმა ქვა წაიღო და რა რკინასაც წაუსვა, სულ ოქროდ იქცა. მჭედელი ისე გამდიდრდა, რომ რამდენი  განძი ჰქონდა არც კი იცოდა.

მეფემ თქვა: ამ მჭედელს ღმერთი სწყალობს, დიდი სიმდიდრე გააჩნია და მის ქალს ჩემის შვილისთვის ვითხოვო.

მოუყვანა შვილს მჭედლის ქალი და ქორწილი გადაუხადა. მჭედელმა თქვა: ამაზე უფრო უცხო და უკეთესი მზითევი რა გავატანო? ამ ქვას გავატნევო. ჩადო ოქროს კოლოფში ქვა, დაბეჭდა და მისცა. სხვა არაფერი გაუტნევია. 

მეფე ზღვაზე გადაკიდებულ ჩარდახში იჯდა, როცა ბრძანა: ჩემი რძლის მზითევი მაჩვენეთ რა მოუტანიაო? 

მოიტანეს და მოართვეს: ამის მეტი არაფერი მოუტანიაო. გახსნა და შიგნით ერთი სიპი ქვა იდო. მეფემ იწყინა: გლეხის ქალი იმიტომ ვითხოვე, მრავალი ქონება ჰქონოდა და ბევრი მზითევი გამოეტანებინაო. ადგა და ქვა ზღვაში გადააგდო. 

მოვიდა მჭედელი და ყოველივე მოახსენა. დაუწყეს ძებნა, მაგრამ ზღვაში ქვას სადღა იპოვნიდნენ? 

რადგან გულით უნდოდა, იაფად იშოვა და ადვილად და დაუფიქრებლად დაკარგა!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ