ერთხელ მეფემ ვეზირს უბრძანა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზე მასზე უტკბესი არაფერი იყოსო.
წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა და აჭამა. მეფეს მოეწონა.
ცოტა ხანში მეფემ ისევ იხმო ვეზირი და უბრძანა: წადი, ისეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მასზე უმწარესი არაფერი იშოვებოდესო!
წავიდა ვეზირი, ისევ ენა უყიდა და მოუტანა.
მეფემ ვეზირს მიმართა: მწარე ვისურვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო?!
ვეზირმა მიუგო: ენაზე მწარე და ენაზე ტკბილი ამქვეყნად არაფერიაო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი