იყო ერთი კაცი, ყოველგვარი ბოროტების ჩამდენი და ამავდროულად დიდად მლოცველი. როცა ბოროტებისგან მოიცალა, დაიწყო ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და კაცს უთხრა: შენი ავი საქმეების გამო უფალმა სამოთხე არ მოგცა, მაგრამ რადგან ასეთი მლოცველი ხარ, სამოთხის გარდა ითხოვე რაც გსურს და ღმერთი მოგცემსო.
კაცმა უპასუხა:
- თუ სამოთხე არ მომეცემა და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ისეთი დიდი შემქნას, ჩემს მეტი ჯოჯოხეთში ვერავინ დაეტიოსო!
ვერ შეუსრულა ღმერთმა კაცს ეს სათხოვარი და ისევ სამოთხე მისცა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი