ქალაქი ალაბისაში ცხოვრობდა ერთი დიდებული და ჰყავდა ერთი საჭურისი, რომელიც დიდად გულითადი ვინმე იყო. პატრონს ჰყავდა კიდევ ერთი მონა, რომელიც სახითა და ტანით საჭურისის მსგავსი იყო.
საჭურისი და მონა ერთმანეთის დიდად მოყვარენი იყვნენ და შეკრეს პირი. საჭურისი მიადგა თავისი პატრონის ცოლს და უთხრა:
- მე ვიცი, ჩემს უფალს ნებავს შენი ქმრის დატოვება და სხვა ქმრის შერთვა!
საჭურისმა ცნობასუსტი დიაცი აცდუნა და ქმრის მიმართ სიყვარული სიძულვილად გადაუქცია.
ქალმა უთხრა:
- რადგან ჩემი ასე კეთილის მსურველი ხარ, მითხარ, რა მიჯობს, რა ვქნაო?
- საჭურისმა უპასუხა:
- მე ისეთ წამალს მოგცემ, თუ ფეხებზე წაუსმევ, იმ წამსვე მოკვდება, და შენ ეს ჩემი მოყვასი, მვენიერი და კეთილი კაცი შეირთე და ასრულდება შენი ნებაო!
შეცდა ქალი, მოკლა თავისი ქმარი, საჭურისის მოყვასი მონა შეირთო და ქმრის მთელი ქონებაც მას მისცა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი