მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1ვის ეკუთვნის პირველი ცნობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტის შესახებ?

 

1 „ქართლის ცხოვრების“ უცნობ ავტორს;

2. ანტონ კათალიკოსს;

3. ტიმოთე გაბაშვილს;

4. ალექსანდრე ცაგარელს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

2ვის მიმართავს დავით გურამიშვილი:


ჩემსა კაცად მხატველს, მსახველს, რაც მე ძალმიცს, გიქებ სახელს“?

 

1. ვახტანგ V- ს;

2. საკუთარ მამას;

3. ღმერთს;

4. ღვთისმშობელს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

3. ვინ წარგზავნა გრიგოლ ხანძთელმა კონსტანტინოპოლში?

 

1. ეფრემ მაწყვერელი;

2. ზენონ სამცხელი;

3. ეპიფანე;

4. თვითონ წავიდა;

5 არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

4. სად დასახლდნენ ახლადშეუღლებული ელგუჯა და მზაღო თავდაპირველად

 

1. სვიმონ ჩოფიკაშვილთან;

2. თუშეთში - ხარანაულთან;

3. მთიულეთში - მათიასთან;

4. ჩერქეზეთში;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

5. ვინ არის ავტორი სტრიქონებისა:


ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას

და თქვა: „აბაო, ხელმწიფებამ რა შემიძინა?

და რა იხილა თვის დიდების მსხვერპლი თვით წინა,

მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა“.

 

1. ილია ჭავჭავაძე;

2. ალექსანდრე ჭავჭავაძე;

3. ნიკოლოზ ბარათაშვილი;

4. გრიგოლ ორბელიანი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

6. რომელმა ტრაგიკულმა მოვლენამ დააწერინა აკაკის ეს სტრიქონები:


ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას  და ნუ ამბოთ, რაც არ მჯერა

ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერა?“

 

1. ქართველი ერის შეჩვენებამ ეგოზარქოსის მიერ;

2. 1905 წლის რევოლუციის დამარცხებამ;

3. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ;

4. ილია ჭავჭავაძის მკველობამ;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

7. ვინ არის ავტორი მოთხრობისამოხუცი გუთნისდედის სიკვდილი?“ 

 

1. ილია ჭავჭავაძე;

2. ნიკო ლორთქიფანიძე;

3. რევაზ ინანიშვილი;

4. გიორგი ლეონიძე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

8. ვინ არის ავტორი ნარკვევისაძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“? 

 

1. კიტა აბაშიძე

2. პეტრე უმიკაშვილი 

3. იოსებ გრიშაშვილი 

4. გიორგი ლეონიძე

5 არც ერთი პასუხი არ არის სწორი 

 

9. სად და როდის ხდება მოქმედებათავადის ქალ მაიაში“?

 

1. ოდიშში, ახალწლის ღამეს;

2. შავი ზღვის პირას, მარიამობის წინა ღამეს;

3. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ადრიან გაზაფხულზე;

4. ნაწარმოებში არ ჩანს მოქმედების დრო და ადგილი;

5 არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

10. ვინ არის ავტორი საგალობლისაშენ ხარ ვენახი“?

 

1. დავით აღმაშენებელი;

2. დემეტრე პირველი;

3. არსენ იყალთოელი;

4. თამარ მეფე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

11. რა არის მაჯამა?

 

1. სპარსული რომანი;

2. იგავ-არაკების კრებული;

3. სახოტბო ხასიათის თხზულება;

4. ომონიმური რითმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

12. რომელი დღესასწაული აერთიანებს ოთარაანთ ქვრივის სიკვდილს და გიორგის დაბადებას?

 

1. შობა;

2. ნათლისღება;

3. ბზობა;

4. აღდგომა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

13. „დიდოსტატის მარჯვენისრომელი პერსონაჟის სიტყვებია:


ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი“?

 

1. თალაგვა კოლონკელიძის;

2. მამამზე ერისთავის;

3. ფარსმან სპარსის;

4. მეფე გიორგის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

14. რა არის იადგარი

 

1. საღამოს ლოცვა;

2. საგალობელთა კრებული;

3. წმინდა მამათა კრებული;

4. იგავ-არაკთა კრებული;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

15. რომელმა მარტვილმა დაასხა საჯაროდ წყალი სპარსელთა მთავარ სიწმინდეს - ცეცხლს და დაშრიტა ის?

 

1. შუშანიკმა;

2. ევსტათი მცხეთელმა;

3. რაჟდენ პირველმოწამემ;

4. აბიბოს ნეკრესელმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

16. რა ერქვა პავლე მოციქულს ქრისტეს რჯულზე მოქცევამდე

 

1. პეტრე;

2. იოანე;

3. საული;

4. კაიაფა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

17რომელ ნაწარმოებშია ჩართული სულხან-საბა ორბელიანის ლექსები?

 

1. „სიტყვის კონაში“

2. „სწავლანსა და მოძღვრებანში“

3. „სამოთხის კარში“ 

4. „ქილილა და დამანაში“ 

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

18. რომელი პოეტი იღებდა მონაწილეობას 1812 წლის კახეთის აჯანყების ჩახშობაში?

 

1. ალექსანდრე ჭავჭავაძე;

2. გრიგოლ ორბელიანი;

3. ალექსანდრე ორბელიანი;

4. ასეთი რამ არ მომხდარა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

19. რომელ ტაძარს აქვს წარწერა: „ხარი ლომა მწყემსი თევდორე

 

1. გერგეტის;

2. ბეთლემის;

3. სამების;

4. ბოლნისის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

20. ვისი გვარია მამულაშვილი?

 

1. ვასილ ბარნოვის;

2. იროდიონ ევდოშვილის;

3. იოსებ გრიშაშვილის;

4. ეგნატე ნინოშვილის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

21. ვისი ნაწარმოებიდან არის ამონარიდი:


"...საკითხავად ძალიან კარგია შორით ოხვრა და შორით კვნესა. თუ ორნი ოხრავენ ერთმანეთისთვის, იგი თითქმის ყოველთვის ტანსხმული სიყვარულით, შეუღლებით თავდება. მაგრამ თუ მხოლოდ ერთი ოხრავს მეორისთვის, ხოლო მეორეს ეს კვნესა არც კი ესმის, პირველი ორნაირად უბედურდება: ჯერ ერთი, რომ მისი თავმოყვარეობა იჩაგრება, და მეორეც - ის სულიერადაც იტანჯება და ხორციელადაც ავადდება."

 

1. ეკატერინე გაბაშვილი;

2. ნიკო ლორთქიფანიძე;

3. ლეო ქიაჩელი;

4. მიხეილ ჯავახიშვილი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

22. ვის ეკუთვნის ესეითამარ“?

 

1. იოსებ გრიშაშვილს;

2. გიორგი ლეონიძეს;

3. სიმონ ჩიქოვანს;

4. ტიციან ტაბიძეს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

23. ვინ ითვლება ნატურალიზმის მამამთავრად?

 

1. ჯოვანი ბოკაჩო;

2. აბატი პრევო;

3. ემილ ზოლა;

4. გი დე მოპასანი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

24. რა არის სძლისპირი?

 

1. პირველი, კილოთი ან საზომით მისაბაძი საგალობელი საგალობელთა ჯგუფში;

2. საწესჩვეულებო ხასიათის ლექსი, სიმღერა, რომელიც ბავშვის დასაძინებლად არის განკუთვნილი;

3. მითოსური ცნება;

4. მონასტრის წესდება;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

25. რატომ მოიხსენიებააბოს წამებაში“ „მარჯუენითი ავაზაკი“?

 

1. საპყრობილეში მყოფი აბო ამ ავაზაკს რწმენას უნერგავს;

2. ავტორი აბოს „მარჯუენით ავაზაკს“ ადარებს;

3. აბოსთან ერთად, მის მარჯვნივ, ვიღაც ავაზაკი დასაჯეს;

4. ეს ავაზაკი ნერსე ერისთავის ამალაში აღმოჩნდა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

26ვის ეკუთვნის შემდეგი სტრიქონები:


მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კომბლად,

ძე არ მომცა, არც ასული, შემქმნა სახლ-კარ დასამხობლად.“?

 

1. ნიკოლოზ ბარათაშვილს;

2. შოთა რუსთაველს;

3. დავით გურამიშვილს;

4. გიორგი ლეონიძეს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი 

 

27სად გარდაიცვალა გრიგოლ ხანძთელი?

 

1. ხანძთაში;

2. ოპიზაში;

3. შატბერდში;

4. მერეში;

5 არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

28. ვინ შემოიტანა  ქართულ პოეზიაში ეროვნული გმირის ძიების იდეა?

 

1. ალექსანდრე ჭავჭავაძემ;

2. აკაკი წერეთელმა;

3. ილია ჭავჭავაძემ;

4. გრიგოლ ორბელიანმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

29. ვის მიმართავს აკაკი წერეთელი შემდეგი სიტყვებით:


შენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული?

შენგან ქებული, დავიწყებული, დღეს მაგონდება ჩვენი წარსული...?"

 

1. ალექსანდრე ჭავჭავაძეს;

2. ბიძინა ჩოლოყაშვილს;

3. დიმიტრი ყიფიანს;

4. პატარა კახს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

30. ვაჟა-ფშაველას რომელი პოემის პერსონაჟებია უშიშა და შიშნია?

 

1 „ხის ბეჭის“

2. „მანდილის“

3. „ალუდა ქეთელაურის“

4. „გოგოთურ და აფშინასი“

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

31. დავით კლდიაშვილი პირველად ილიას რომელ ნაწარმოებს გასცნობია და ვისი წყალობით?

 

1. „კაკო ყაჩაღს“ - იგი მისთვის გიმნაზიელ ჩიქოვანს წაუკითხავს;

2. „დიმიტრი თავდადებულს“ იგი მისთვის ნ.ლომოურს წაუკითხავს;

3. „კაცია ადამიანს?“ - თვითონ წაუკითხავს;

4. ლექსს „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - დედას წაუკითხავს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

32. რომელი ფრაზით მთავრდება კ.გამსახურდიასდიდოსტატის მარჯვენა“ (ეპილოგამდე?)

 

1. „ვაი, საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე“

2. „არც სიკვდილში ჰქონია მეფე გიორგის ბედი“

3. „დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს“

4. „და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა"

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

33. რომელი ლიტერატურული დაჯგუფების წევრი იყო მიხეილ ჯავახიშვილი?

 

1. „არიფიონის“

2. „ცისფერყანწელების“

3. „პროლეტმწერლების“

4. „აკადემიური მწერლობის ასოციაციის“

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

34. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიდი ფილოსოფოსი მოღვაწეობდა გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ აშენებულ მონასტერში?

 

1. პეტრე იბერიელი;

2. ეფრემ მცირე;

3. იოანე პეტრიწი;

4. არსენ იყალთოელი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

35. რა არის ლექციონარი?

 

1. საეკლესიო საკითხავების წიგნი;

2. ორგანიზაცია, რომელიც განაგებს საჯარო ლექციების მოწყობის საქმეს;

3. სალექსიკონო ერთეული, რომელშიც გაერთიანებულია სიტყვის სხვადასხვა პარადიგმული ფორმა;

4. ჩანაწერი რაიმე სასწავლო საგნის მიხედვით;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

36. რომელი კათოლიკური ორდენის წევრი იყო სულხან-საბა ორბელიანი?

 

1. იეზუიტების ორდენის;

2. ბენედიქტის ორდენის;

3. წმ.მარტინის ორდენის;

4. წმ.ბასილის ორდენის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

37. რა არის „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებ პლანეტათა თანამედროვე სახელები: ზუალი, მუშთარი, მარიხი, ასპიროზი, ოტარიდი (პასუხი შეარჩიეთ - კითხვაში მოცემული თანმიმდევრობით)?

 

1. მთვარე, მარსი, მერკური, ვენერა, იუპიტერი;

2. მერკური, ვენერა, მზე, იუპიტერი, სატურნი;

3. სატურნი, იუპიტერი, მარსი, ვენერა, მერკური;

4. მარსი, სატურნი, იუპიტერი, ვენერა, მერკური;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

38. რა არის ტრიოლეტი?

 

1. ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი;

2. მუსიკალური ნაწარმოები სამი მომღერლის ან სამი საკრავისათვის;

3. ინდუისტური რელიგიის სამება;

4. ლექსის ფორმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

39. რომელ ნაწარმოებშია ნაწყვეტი: „ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკვდარსა, ეგრე ხედვიდა თვისსა მას გვამსა..“

 

1. „შუშანიკის წამებაში“

2. „აბო თბილელის წამებაში“

3. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"

4. „ევსტათი მცხეთელის წამებაში"

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

40. ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ პირველ ვარიანტს ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა:

 

1. „აღსდექ, უფალო ღმერთო ჩემო, და აღმართე ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“

2. „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

3. „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“

4. „სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ“

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

41. ვინ არის ავტორი ციტატისა:


„ლუარსაბ თათქარიძის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ცხოვრების საჭიროების მიხედვით შექმნილს ტიპს ვეღარა ვხედავთ... სხვა ახალს ტიპს აღარ აუჩოჩქოლებია ჩვენი საზოგადოება, ღრმად აღარ ჩაუფიქრებია თავის ყოფა-მდგომარეობაზე“?

 

1. კიტა აბაშიძე;

2. გერონტი ქიქოძე;

3. ვაჟა-ფშაველა;

4. აკაკი წერეთელი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

42. რა ერქვა თქმულებას, რომელიც საფუძვლად დაედო ალ.ყაზბეგისხევისბერ გოჩას“ :

 

1. „ჩაძინებული“

2. „შვილის მკვლელი“

3. „ხევისბერის განაჩენი“

4. „გუგუნაი“

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

43. ვის ეკუთვნის სტრიქონი: „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“?

 

1. გალაკტიონ ტაბიძეს;

2. ტიციან ტაბიძეს;

3. იოსებ გრიშაშვილს;

4. გიორგი ლეონიძეს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

44. ვინ არის ავტორი სტრიქონებისა:


ისლის სახლი, ისლის სახლი! ქარი, ქარი, ქარი..

შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე“...

 

1. გალაკტიონ ტაბიძე;

2. ტიციან ტაბიძე;

3. კოტე მაყაშვილი;

4. კონსტანტინე გამსახურდია;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

45. ვინ უწოდა დავით კლდიაშვილის კაროჟნასმთელს ზღვისპირეთში ერთადერთი და განუმეორებელი“?

 

1. გალაკტიონ ტაბიძემ;

2. სერგო კლდიაშვილმა;

3. ნიკო ლორთქიფანიძემ;

4. ლეო ქიაჩელმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

46. ვის ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: „ადამიანია ყველა საგნის საზომი“?

 

1. სოკრატეს;

2. პლატონს;

3. არისტოტელეს;

4. პროტაგორას;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

47. რა არის ტელეოლოგია?

 

1. რელიგიური აღმსარებლობა;

2. ლიტერატურული მიმდინაროება;

3. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა;

4. მოძღვრება, რომლის მიხედვით ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

48. რა არის მეტაფრასტიკა?

 

1. სახოტბო რიტორიკული სიტყვა;

2. მწყემსური ცხოვრების ამსახველი ნაწარმოები;

3. უსიტყვო წარმოდგენა;

4. ღვინისა და ლხინის ღმერთის დღესასწაული ძველ საბერძნეთსა და რომში;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

49. ვინ იყო გრიგოლ ხანძთელის პირველი ხელგამმართველი ხანძთის მონასტრის მშენებლობაში?

 

1. გაბრიელ დაფანჩული;

2. აშოტ კურაპალატი;

3. ბაგრატ კურაპალატი

4. ოპიზელი მამები;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

50. ვისზეა ნათქვამი ფრანგი მისიონერის ჟან რიშარის სიტყვებიმთელი საქართველო მამად მიიჩნევსო“?

 

1. დავით აღმაშენებელზე;

2. ანტონ კათალიკოსზე;

3. ილია ჭავჭავაძეზე;

4. ვახტანგ მეექვსეზე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

51. რით არის ღირშესანიშნავი 786 წლის 6 იანვარი?

 

1. ნერსე ერისთავის გარდაცვალების დღე;

2. იოანე საბანისძემ ამ დღეს დაასრულა თავისი თხზულებ;

3. აბო თბილელის სიკვდილით დასჯის დღე;

4. სტეფანოზ გურგენისძე ამ დღეს გახდა ერისმთავარი;;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

52. ვის მიმართავს გრიგოლ ორბელიანი:


შენი ივერი აღსდგეს ძლიერი

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“..

 

1. თამარ მეფეს;

2. ვახტანგ გორგასალს;

3. დავით აღმაშენებელს;

4. ვახტანგ მეექვსე ს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

53. ვაჟა-ფშაველას პოემაში ვინ ვის შესახებ ამბობს:


ფიქრობენრამ გააგიჟა ლეკიაა თუ ურია?

შველის მაგივრად თავხედსა ჩვენივე სისხლი სწყურია“?

 

1. მუსა - ჯოყოლას შესახებ;

2. ხალხი - საომრად მარტო გასული ჯოყოლას შესახებ;

3. ხალხი ალუდა ქეთელაურის შესახებ;

4. ლაშქარი - ბერი ლუხუმის შესახებ;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

54. რა არის აღწერილი ვაჟა-ფშაველას შემდეგ სტრიქონებში.


გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,

მუხა იფნებით ფარული

იქ ყრია დიდი ლოდები:

შავფერი, ციხისკარული

ლიბოდათხრილი კოშკები.

უმზეოდ ჩამოგვალული“?

 

1. ქისტების სასაფლაო;

2. ალუდას დარბეული სახლ-კარი;

3. ფშაველთა სალოცავი;

4. გუდანისჯვრის ხატი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

55. სად და როდის კვდება გირშელი (კ.გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“?)

 

1. ავაზებით ნადირობისას;

2. ქორსატეველას ციხის აღებისას;

3. ჟამიანობისას მცხეთაში;

4. ფხოვის ხატობაზე, ჩხუბში

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

56. რატომ ამბობენ თავადის ქალ მაიაზე: მაგის ნაკვალევზე სიკვდილი დაიარებაო?

 

1. მაიას სიყვარულის გამო დაუნანებლად ხოცავდნენ ერთმანეთს რჩეული ვაჟკაცები;

2. მაიამ ყველა თავისი მიჯნური მოაკვლევინა;

3. მაიამ ქორწინების ღამეს მოკლა ბექირბეი ჩაჩბა;

4. მაიამ გლეხთა აჯანყების ჩახშობაში მიიღო მონაწილეობა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

57. რა გვარის ქალი იყო გალაკტიონის დედა?

 

1. იაშვილი;

2. სიმონიშვილი;

3. გოგორიშვილი;

4. იმერლიშვილი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

58. რომელია პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?

 

1. „სახარება“;

2. „ვეფხისტყაოსანი“;

3. "წიგნი ქართლისა მოქცევისა“;

4. „აღწერა სამეფოს საქართველოსა“;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

59. ვინ არის ავტორი რომანისა „ეშმაკნი“?

 

1. ივანე ტურგენევი;

2. ნიკოლოზ ჩერნიშევსკი;

3. მაქსიმ გორკი

4. ნიკოლა ნეკრასოვი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

60. ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანს?“ ასე იწყებს:


რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. რა არისრიტორიკა?"

 

1. ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი;

2. ტრაქტატი მჭევრმეტყველების შესახებ;

3. ერთი და იმავე აზრის ხშირი გამეორება;

4. ლუკრეციუსის სამიჯნურო პოემა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

61. ვის მიმართავს  იოანე საბანისძე სიტყვებით:


ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა“?

 

1. რწმენაშერყეულ ქართველებს;

2. აბო თბილელს,

3. საკუთარ თავს;

4. სამოელ კათალიკოსს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

62. ვისზე ამბობს დავით გურამიშვილი:


მტერთა მებრძოლთა ყოველთა

მან ყველას ხელი დარია,

მოკვდა და თვისის ანდერძით

აწ ისევ საქმობს კვდარია

 

1. პეტრე პირველზე;

2. დავით აღმაშენებელზე;

3. იესო ქრისტეზე;

4. თამარ-მუფეზე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

63. „შუშანიკის წამებაში“ აღსასრულის ჟამს დედოფალმა „კაცი ცოდვილი და გლახაკი“ ეპისკოპოსს შეავედრა. ვინ იყო იგი?

 

1. ვარსქენი;

2. აფოცი;

3. იაკობი;

4. სენაკის მცველი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

64. რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი სტრიქონი:


მაგრამ საწუთრო განა ვისმე დიდხანს ახარებს?“

 

1. ა.წერეთლის „გამზრდელიიდან“

2. იჭავჭავაძის „აჩრდილიდან“

3. ნ.ბარათაშვილის ლექსიდან „ვპოვე ტაძარი“

4. ი.ჭავჭავაძის „განდეგილიდან"

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

65. რომელი ციხის შესახებ ყვება ლეგენდას ლელთ ღუნია?

 

1. სნოს;

2. არშის;

3. გერგეტის;

4. სამების;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

 

66. ვინ ურჩია ბერძნებს მოციქულად ქართველთა წინაშე წარედგინათ ათონის მთის ბინადარნი, კერძოდ კი „თორნიკ ქართველი ან დიდ-იოანე“?

 

1. თეოფანიამ;

2. კონსტანტინემ;

3. ბასილმა;

4. სევისტოფორმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

67. რომელი პოეტის ფსევდონიმიაელენე დარიანი“?

 

1. ვალერიან გაფრინდაშვილის;

2. ტიციან ტაბიძის;

3. პაოლო იაშვილის;

4. სანდრო ცირეკიძის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

68. რომელ პერსონაჟს ახასიათებს დავით კლდიაშვილი შემდეგი სიტყვებით „ის იყო, რომ იტყვიან, ეშმაკი კაცი, თავით ფეხამდე ეგოისტი, მხოლოდ პიროვნული ინტერესების მიმდევარი“?

 

1. პორფირ ბიაშვილს;

2. ბეგლარ ჯინჭარაძეს;

3. ომან ქამუშაძეს;

4. კირილე მიმინოშვილს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

69. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ვინ არის ავტორი „ხოგაის მინდიასი“?

 

1. ვაჟა-ფშაველა;

2. გრიგოლ რობაქიძე;

3. კონსტანტინე გამსახურდია;

4. ოთარ ჭილაძე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

70. ვისი ნაწარმოებიდანაა ამონარიდი:

..განა ვერა ხედავთ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლული ხალხნი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, სმით და ჩაცმით? აქედან სჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს თავის დღეში კარგი ცხოვრება ვერ უპოვია და ვერც თქვენ იპოვით, იმიტომ რომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა;

 

1. აკაკი წერეთელი;

2. ბარბარე ჯორჯაძე;

3. ვაჟა-ფშაველა;

4. ილია ჭავჭავაძე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

71. რომელი პოეტის მუზაა ბეატრიჩე?

 

1. ტორკვატო ტასოსი;

2. პეტრარკასი;

3. დანტე ალიგიერის;

4. ჯორჯ ბაირონის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

 

72. რა არის ეგზეგეტიკა?

 

1. ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ერთ-ერთი თეოლოგიური ნაშრომის სახელწოდება;

2. საეკლესიო ღვთისმსახურება;

3. საეკლესიო დაპირისპირება მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის;

4.  ბიბლიური ტექსტების განმარტება;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

73. ვინ იყო პილატე პონტოელი?

 

1. იუდეის პროკურატორი;

2. იუდეის მეფე;

3. მღვდელმთავარი;

4. რომის იმპერატორი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

74. ვის ეკუთვნის სტროფი?


სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს მზისათვის თავი ვახელო,

ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა ვახელო.

მის უკეთესი მოყვარე სად ვპოვო, სადა ვახელო,

მზე მიწყენს თუ მზის სანაცვლოდ თინათინს ხელი ვახელო?“

 

1. შოთა რუსთაველს;

2. დავით გურამიშვილს;

4. გრიგოლ ორბელიანს;

4. აკაკი წერეთელს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

75. ვისი თანხლებით გამოცხადდა ჯუმბერი ფინეზ მეფესთან?

 

1. მოლარის;

2. ხელარგოსნის;

3. დარბაზთუხუცესის;

4. მესტუმრუთუხუცესის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

76. ვისი ნაწარმოებიდან არის ამონარიდი:


"...ადამიანი ღამით ისვენებს. მიწა კი შემოდგომაზე ჩათვლემს, ზამთარში ჩაიძინებს და გაზაფხულამდე სძინავს. შემდეგ თბილ მკერდს გაიღეღავს და ექვსიოდე თვე იწველება."

 

1. გიორგი ლეონიძის;

2. ლეო ქიაჩელის;

3. გოდერძი ჩოხელის;

4. რეზო ინანიშვილის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

77. ვინ არის ავტორი ციტატისა:


"პატრიოტიზმი, პატრიოტული გრძნობა და სხვ. მუდამ გვადგია ენაზედ, ხან სათაყვანებლადა გვაქვს, ხან კი საგინებლადაც, როდესაც კოსმოპოლიტიზმსა და ყალბი ინტერნაციონალიზმის სახელით ვლაპარაკობთ."

 

1. ილია ჭავჭავაძე;

2. აკაკი წერეთელი;

3. ვაჟა-ფშაველა;

4. ნიკოლოზ ბარათაშვილი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

78. რომელი ქართველი მოღვაწის მოკვლის გამო წერდა აკაკი წერეთელი:


"ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“?

 

1. ილია ჭავჭავაძის;

2. ბიძინა ჩოლოყაშვილის;

3. დიმიტრი ყიფიანის;

4. დიმიტრი თავდადებულის;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

79. რომელ წერილში გვაცნობს ვაჟა-ფშაველა თავისი პოემების „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, „გოგოთურ და აფშინა“ შემოქმედებით ისტორიას?

 

1. „კრიტიკა ბ.იპ.ვართაგავასი“

2. „რამე-რუმე“

3. „ჩემი წუთისოფელი“

4. „pro-domo-sua"

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

80. კ.გამსახურდიას რომელი ნაწარმოების პერსონაჟია მნათე ოქოპირი?


1. „დიდი იოსები“

2. „ტაბუ“

3. „ზარები გრიგალში“

4. „მთვარის მოტაცება“

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

81. რა სათაურით გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსთა მეორე კრებული?

 

1. „ბოროტების ყვავილები“

2. „გამწყრალი მუზა“

3. „ლურჯი ფრინველი“

4. „არტისტული ყვავილები“

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

82რომელი ლექსის შესახებ ამბობს გალაკტიონი:


კრიტიკოსებს სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის, ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია“

 

1. „გემი დალანდი“

2. „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში"

3. „მე და ღამე“

4. „რაც უფრო შორს ხარ“

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

83. რატომ არის ჯვარცმის კომპოზიციებზე გამოხატული თავის ქალა?

 

1. ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი მართლა მიიცვალა;

2. ეს ადამის თავის ქალაა - პირველი ცოდვა იესომ გამოისყიდა ჯვარცმით;

3. თავის ქალა სიმბოლურად აჩვენებს - ვინც არ აღიარებს მაცხოვარს, მარადიულ სიკვდილს ეზიარება;

4. ჯვარცმის არცერთ კომპოზიციაზე არ არის გამოხატული თავის ქალა;

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

84. ვინ არის „პოეტური ინტეგრალების" ავტორი?

 

1. აკაკი ბაქრაძე;

2. მიხეილ კვესელავა;

3. ნოდარ ტაბიძე;

4. ვახტანგ ჯავახაძე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

85. ვინ დაეხმარა ვახტანგ მეექვსეს პირველი ქართული სტამბის გამართვაში?

 

1. ანთიმოზ ივერიელი;

2. ნიკიფორე ირბახი;

3. გრიგოლ ბაკურიანისძე;

4. მიხეილ თამარაშვილი;

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

86. ვის ან რას გულისხმობს „აბრაამის ყვავილში" დ.გურამიშვილი შემდეგ სტრიქონებში:


ვით ღამე ბნელსა მზიანი

მოჰბმია დღე ნათლიერი,

ეგრეთ აბრამის ყვავილი,

დავითზე ნაყოფიერი

 

1. აბრაამის შვილს ისააკს;

2. ადამის ძის სწრაფწარმავალ სიცოცხლეს;

3. იესო ქრისტეს;

4. აბრაამის მრავალრიცხოვან შთამომავლობას;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

87. საიდან მომდინარეობს „შუშანიკის წამებაში“ დამოწმებული სიტყვები: „ესე ცხოვრება, ვითარცა ყუავილი ველთა, წარმავალ არს“.

 

1. ფსალმუნიდან;

2. მათეს სახარებიდან;

3. „გალობანი სინანულისანიდან“;

4. „ეკლესიასტედან“.

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

88. ქვემოთ მოხმობილი რომელი ციტატა არ არის „შუშანიკის წამებაში“.

 

1. „ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით"

2. „და შენ ღმერთი ძილსა შიგან ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადის სიტყვანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყვის უფალი: მე მიუგო სიტყვა თქვენ წილ“

3. „და იგინი ჯმნულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთვის დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს“

4. „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარყო და მათ არღარა განმიტეონ ცოცხლებით“

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

89. ვის დაავალა ილია ჭავჭავაძემ თავისი „გამოცანების“ ანონიმურად გავრცელება?

 

1. დიმიტრი ყიფიანს;

2. ნიკო ნიკოლაძეს;

3. გიორგი წერეთელს;

4. ივანე მაჩაბელს;

5. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

 

90. ვინ შემოგვინახა ცნობა იმის შესახებ, რომ ალ.ყაზბეგს „ელგუჯა" სტამბის მუშების თხოვნით გაუგრძელებია?

 

1. ვაჟა-ფშაველამ;

2. ბარბარე ჯორჯაძემ;

3. დავით კლდიაშვილმა;

4. აკაკი წერეთლმა;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

91. აკაკი „ჩემს თავგადასავალში“ იხსენებს ერთ-ერთი ქართველი მოღვაწის შეხვედრას ალექსანდრე დიუმასთან თბილისში. ვინ იყო ეს ქართველი მოღვაწე?

 

1. ალექსანდრე ორბელიანი;

2. გრიგოლ ორბელიანი;

3. დიმიტრი ყიფიანი;

4. ივანე კერესელიძე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

92. ვის ეკუთვნის ციტატა:


სრულიად შემთხვევით არ არის ის, რომ სამოციან წლების თაობათა ომი პოეზიის გარშემო ატყდა - აქ არ არი მარტო თაობათა ბრძოლა, აქ უფრო კულტურათა ბრძოლა: ძველი ქართულის და ახალი რუსეთის იდეოლოგების. ქართული პოეზიის ყვავილს დაუწყეს შეცვლა რუსულ ხორბლად".

 

1. გრიგოლ რობაქიძეს;

2. იოსებ გრიშაშვილს;

3. კონსტანტინე გამსახურდიას;

4. ტიციან ტაბიძეს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

93. ნ.ლორთქიფანიძის ქვემოთ ჩამოთვლილ ნაწარმოებთაგან რომლის პერსონაჟი აღიკვეცა ბერად?

 

1. „რაინდების“

2. „დადიანის ასული და მათხოვარის“

3. „მრისხანე ბატონის"

4. „შელოცვა რადიოთი"

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

94. ვინ არის ავტორი ცისფერყანწელთა მანიფესტისა „პირველთქმა", რომელიც ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნდა?

 

1. ვალერიან გაფრინდაშვილი;

2. ტიციან ტაბიძე;

3. გიორგი ლეონიძე;

4. შალვა კარმელი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

95. ვინ მიუძღვის ჯოჯოხეთსა და სალხინებელში დანტე ალიგიერს?

 

1. ვირგილიუსი;

2. ჰორაციუსი;

3. ბელზებული;

4. ბეატრიჩე;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

96. რა არისდასდებელი“?

 

1. ბიბლიის კომენტარები;

2. საგალობელი, რომელიც კილოთი და საზომით ბაძავს პირველს - სხვა საგალობელს;

3. ეკლესიაში შესანახი წმინდანთა სამახსოვრო მოსახსენებელი წიგნი;

4. წმინდანთა ცხოვრების გადამუშავებულ-შევსებული რედაქცია;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

97. რომელი ფილოსოფოსი მიიჩნევდა საგანთა მრავალფეროვნების ძირითად წყაროდ მიწას, წყალს, ჰაერს და ცეცხლს, ხოლო ელემენტთა შეერთებისა და დაშლის საფუძვლად - მიზიდულობისა და განზიდულობის მოქმედებას?

 

1. იოანე პეტრიწი;

2. პლატონი;

3. ემპედოკლე;

4. დიონისე არეოპაგელი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

98. ვის მიმართა შოთა ნიშნიანიძემ ეპიგრამაში:


...შეხეთ, როგორ ხვდება ხალხი ბელადებს: 

ზოგი ქვემოდან გამორბის და ზოგი ზემოდან.

- სერ, მართალს ბრძანებთ... მაგრამ ეგ ბრბო ზღვად მოსკდებოდა

ზეიმის ნაცვლად რომ აგყავდეთ სახრჩობელაზე!

 

1. მაქსიმილიენ რობესპიერს;

2. უილიამ რასელს;

3. გაი ფოქსს;

4. ოლივერ კრომველს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

99. ვის ეკუთვნის ლექსის სტრიქონები:


"მზე ისევ მთებზე იგორებს,

ხმალი დაჩნდება ხალთაში...

უფალი კვლავ ჩაიგორებს

თავის გაჩენილს კალთაში..."

 

1. მორის ფოცხიშვილს;

2. მურმან ლებანიძეს;

3. შოთა ნიშნიანიძეს;

4. ჯანსუღ ჩარკვიანს;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 

100. ვის ეკუთვნის ამონარიდი:


"პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ -  "შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო". 

 

1. მიხეილ ჯავახიშვილი;

2. ნიკო ლორთქიფანიძე;

3. ლეო ქიაჩელი;

4. ეკატერინე გაბაშვილი;

5. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ