მელია მახეში გაება და კუდი მოწყვიტა. - ახლა რაღა მეშველება? - ფიქრობდა მელია. - სირცხვილით სადღა გამოვჩნდეო?
იფიქრა, იფიქრა და ერთი ხერხი მოიგონა - შეკრიბა მელიები და ასე უთხრა:
- რა საჭიროა ჩვენთვის კუდი. ტყუილად გვამძიმებს და სირბილს გვიშლის; ყველას გირჩევთ ჩემსავით დაიგლიჯოთო.
ერთმა უფრო ჭკვიანმა მელიამ უპასუხა:
- შვილოსან, მტყუანს ეწიოს გაცხარებული ტყვია, შენ მაგას არ იტყოდი, კუდა რომ არ გამხდარიყავიო.
კუდა მელიამ ხმა გაიკმინდა და შერცხვენილი გაიპარა.