მგელს ყელზე ძვალი დაადგა და იხრჩობოდა. დაუძახა წეროს და უთხრა:
- შენ, ჩემო ნათლიავ, გრძელი ნისკარტი გაქვს, ჩამიყავი ყელში, ამოიღე ძვალი და დაგასაჩუქრებო.
წერომ ჩაუყოო ნისკარტი, ძვალი ამოაცალა და უთხრა:
- აბა, დამასაჩუქრეო!
მგელმა კბილები გააკრაჭუნა:
- განა ის კი არ გეყო საჩუქრად, რომ თავი არ მოგგლიჯე, როცა ჩემს კბილებშუა იყოო?