იყო ერთი ზარმაცი, მუქთამჭამელა ბიჭი. ყველას აბუჩად ჰყავდა აგდებული. იფიქრა, მოდი ჩოხას გავიხდი, პიჯაკს ჩავიცმევ და პატივი დამედებაო.
ასეც მოიქცა, მაგრამ უარესი დაემართა: ყველამ უფრო მასხრად აიგდო.
მეზობელმა უთხრა:
- ბიჭო, ტანისამოსს ნუ კი იცვლი, ხასიათი გამოიცვალე, გაისარჯე და პატივიც დაგედებაო.