ბანზე პურის მარცვლები ეყარა. ახლოს კატა იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, კუდი გადაგდებული.
ჩიტის ბარტყს ეგონა კატას სძინავსო და ახლოს დაუჯდა მარცვლების ასაკრეფად.
ბედად იმავე ბანზე კეთილი კატო წინდებს ქსოვდა, მან კარგად იცოდა კატის ეშმაკობის ამბავი. შეეცოდა გამოუცდელი ბარტყი, აუქშია, დააფრთხო და გადაარჩინა კატის კლანჭებს.