ერთ ხეზე ყვავი და კაჭკაჭი ისხდნენ. ჭრელი კაჭკაჭი ხის ტოტებზე მოუსვენად დახტოდა და განუწყვეტლივ ჩხაოდა და ყბედობდა. ყვავი კი გაჩუმებული იჯდა.
კაჭკაჭმა ჰკითხა: - რა გაჩუმებულხარ, ნათლიავ, იქნებ არა გჯერა, რასაც მე გიამბობო?
- შენი არაფერი მჯერაო, - მიუგო ყვავმა: ვინც შენსავით ბევრს ყბედობს, ის ბევრსაც სტყუისო.
ანდაზა: ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო.