წრუწუნამ ეზოში გასეირნება გადაწყვიტა და სოროდან ფრთხილად გამოცუნცულდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ სოროში შევარდა შეშინებული.
- რამ შეგაშინა? - ჰკითხა დედამ.
- ეზოში ორი მხეცი ვნახე. ერთი ძალიან საშიშია, თავზე ხერხი ადგას, ფეხებზე დეზები ასხია, თვალები დაბღვერილი აქვს და ნისკარტი მოკაუჭებული. რომ შემომხედა, კინაღამ გული გამისკდა და გამოვიქეცი.
- ეგ ხომ მამალია, შვილო, მაგისი როგორ შეგეშინდა?! - უთხრა დედამ
- მერე მეორე მხეცი ვნახე. ის კი ძალიან საყვარელია: თავი მრგვალი აქვს და თვალები დიდი, ულვაშები ლამაზად აქვს გადაწყობილი ტანზე, ფუმფულა ბეწვი აქვს, კუდი კი გრძელი და ფაფუკი. ეზოში რომ გავედი, მზეზე იწვა და თათს ილოკავდა. თვალებს ხან დახუჭავდა, ხან გაახელდა. ისეთი ლამაზი ტუჩები ქონდა, რომ კოცნა მომინდა და წინ წავიწიე. რომ დამინახა, ჩემსკენ გამოექანა, მაგრამ მე შემეშინდა და გამოვიქეცი.
- უი, ეგ ხომ კატაა შვილო, ერიდე მაგას, თორემ, თუ დაგიჭირა, ვერ გადაურჩები მის კლანჭებს და კბილებს, გააფრთხილა დედამ.