კრუხს წიწილები კალოზე გამოეყვანა. შორიახლოს კაჭკაჭი დაჯდა და ბოლოს ქნევით დაუძახა:
- ნათლიავ, ძალიან მებრალები, რომ მაგდენი შვილების გაზრდაში დიდი ჯაფა მიგდის; რამდენიმე შვილი მე მომაბარე, ჰაერში ფრენას ვასაწავლი, ჩემს შვილებს გავაცნობ და მაღალ ბუდეში დავზრდიო.
კრუხმა უპასუხა - მგლისთვის ბატკანი რომელ ცხვარს მიუბარებია, მე რომ შენ შვილები მოგაბაროო.