ლომი, ვირი და მელია სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა.
ლომმა ნანადირევის განაწილება ახლა მელას უბრძანა. მელამ მთელი ნანადირევი ლომს დაუდო წინ, თვითონ კი მხოლოდ მცირედი იწილადა.
ლომმა მელას უთხრა: - ნადირთა შორის უკეთილშობილესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?
- ვირის ბედმა, ხელმწიფევ, - უპასუხა საზრიანმა მელამ.