ერთ დედ-მამას ორი ვაჟის მეტი არავინ გააჩნდა. ერთი ვაჟი მეორეზე ბევრად უმცროსი იყო. უცებ უფროსი მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირზე იყო მისული.
მამას ძლიერ ენანებოდა მზა-მზარეულად გაზრდილი შვილი და თქვა: თუ სიკვდილი აუცილებელია, ისევ უმცროსი რომ მომიკვდებოდეს, ის მირჩევნიაო.
დედამ უთხრა: რომელი თითიც უნდა მოგვჭრან, სულ ერთია, ყველა ერთნაირად გვეტკინებაო.