ერთი ღრმად მოხუცებული ბერიკაცი ბაღში მსხალს ამყნობდა. მივიდა ერთი ყმაწვილი და უთხრა:
- ბიძია, რატომ წვალობ, შენ ხომ მაგის ნაყოფს ვეღარ მოესწრებიო?
- ვიცი, რომ ვერ მოვესწრები, მაგრამ სხვები მოესწრებიან, გაიხარებენ, მომიგონებენ და ცხონებას შემომითვლიან. ფუტკარიც კი არ შრომობს მარტო თავისთვის და ადამიანმა როგორ არ უნდა იზრუნოს თავისი მოყვასისათვისო. - უპასუხა ბერიკაცმა.