ერთი ძაღლი თივის ბულულზე იყო დაწოლილი. მივიდა შიმშილისაგან გონმიხდილი ძროხა და თივის ჭამა დაიწყო. ძაღლი კბილების ღრენით მივარდა ძროხას და იქედან გააგდო.
ძროხამ უთხრა: შე უმსგავსო, ასეთი შურიანი რად ხარ, შენთვის გამოუყენებელი თივაც კი არ გემეტება მშიერი ძროხისათვისაო?
ანდაზა: ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო.