გალიაში დამწყვდეული მწყერი მხოლოდ ღამღამობით ჭუკჭუკებდა. ღამურამ კითხა:
- ღამ-ღამით რომ ერთ ამბავში ხარ, რატომ დღისით არ ჭუკჭუკებო?
- სწორედ დღისით ჭუკჭუკმა ჩამაგდო ამ ტყვეობაშიო - უპასუხა მწყერმა.
- ეგ ჭკუა წინათ უნდა გეხმარა, თორემ ახლა რაღას გიშველისო“, უთხრა ღამურამ.
ანდაზა: ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო.