იყო ერთი დედაბერი. ყავდა ერთი ქათამი, რომელიც ყოველ დღე თითო კვერცხს უდებდა, მაგრამ დედაბერს ეცოტავებოდა. უნდოდა, რომ ქათამს დღეში ორი-სამი კვერცხი დაედო.
იფიქრა, მოდი მეტ საკენკს დავუყრი და უფრო ბევრ კვერცხს დამიდებსო. დაუწყო ბევრი საკენკის დაყრა; მაგრამ ქათამი მეტისმეტად გასუქდა და ერთი კვერცხიც აღარ დადო.
შეგონება: ვინც სიხარბით ბევრს მოინდომებს, ის მცირედსაც დაკარგავს.
გამოცანა: უსულო ვნახე ორსული, სულიერისა მშობელი, შვილსა შობს, დედა მოკვდება, ვინ არის გამომცნობელი?
(კვერცხი)