ხარს ურმისთვის თავი დაეღწია და გარბოდა. ქუდ-მოგლეჯილი მეურმე უკან მისდევდა და მისძახოდა: „სად მიხვალ, შე ოხერ-ტიალოო!“
მგზავრმა კითხა მეურმეს:
- ძმობილო, ვისია ის ხარიო?
- ჩემიაო, - უპასუხა მეურმემ.
- კაცო, მაშ რად სწყევლი შენს თავსო? - უთხრა მგზავრმა.
- როგორ თუ ვწყევლიო?
- როგორ და ისე, რომ ის ხარი ოხერი და ტიალი მაშინ იქნება, როცა შენ მოკვდებიო.