ორი ირემი ხასხასა ბალახით შემოსილ მინდორზე ძოვდა. ერთმა მოგლიჯა მთელი ბღუჯა საუკეთესო ბალახი და მეორეს შესთავაზა. მეორემ უთხრა:
- რად წუხდები, ძმობილო, ხომ ხედავ, ბალახი მეც თავზედ საყრელი მაქვსო.
- ვიცი, რომ არც შენ გაკლია, მაგრამ ჩემგან მორთმეული უფრო გესიამოვნებაო - უპასუხა პირველმა.