ტაძრის დღესასწაული იყო, სადაც სალოცავად მრავალი ხალხი მისულიყო. მთელი გარემო გადაჭედილი იყო და მლოცველები ბუზივით ირეოდნენ.
უცებ ერთი ხუთი წლის გოგონა აცდა თავის დედას და გზა დაკარგა. აქეთ ეცა ბავშვი, იქით გაექანა, იძახოდა ხმამაღლა: „დედა, დედა“, ქვითინებდა, ტიროდა და მდუღარე ცრემლს ღვრიდა.
მლოცველებს ძლიერ შეეცოდათ, გარს შემოეხვივნენ და ეკითხებოდნენ: „პატარავ, გაგვაგებინე, ვინ არის დედაშენი?
- რა ვქნა, განა არ იცით? დედაჩემი ის არის, ვინც ყველაზედ უკეთესია, უპასუხა მტირალა გოგონამ.