შემოდგომა იყო. ვენახში გლეხი მწიფე მსხალს კრეფდა. სანდრო ვენახის კარებთან იდგა და უცქეროდა. გლეხმა სანდრო დაინახა, დაუძახა და ერთი დიდი გემრიელი მსხალი უძღვნა. სანდროს უნდოდა ჩაეკბიჩა; მაგრამ უცებ რაღაც მოაგონდა და შინისაკენ გაკურცხლა. შინ ყავდა ავადმყოფი და.
- დედილო, კეკეს მსხალი ხომ ეჭმევა? - კითხა სანდრომ დედას.
- როგორ არა, შვილო, უთხრა დედამ.
სანდრო იმ წამსვე თავისი დის ლოგინთან გაჩნდა, მისცა კეკეს მსხალი და სიამოვნებით უცქეროდა, როგორ იტკბარუნებდა პირს ავადმყოფი გემრიელი გულაბი მსხლით.
ანდაზა: ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო.