პატარა მაროს დედა ავად გაუხდა. ექიმმა ავადმყოფს დასალევად მწარე წამალი მისცა. დედას ამ მწარე წამლის დალევა ძლიერ ეზიზღებოდა.
მარომ, ეს რომ შენიშნა, უთხრა: „დედილო, გენაცვალე, ეგ მწარე წამალი მე მომეცი, შენს მაგიერად მე დავლევო“.
ანდაზა: შვილმა რომ დედის გულისათვის ხელზე ერბო-კვერცხი მოიწვას, იმის ამაგს მაინც ვერ გადიხდისო.