ირემმა წყალში ჩაიხედა და თავისი ჩრდილი დაინახა. ძალიან მოეწონა თავისი გრძელი და შტოიანი რქები. მერე ფეხებზე დაიხედა და თქვა: რა ლამაზი ვიქნებოდი, ეს წვრილი და გრძელი ფეხები რომ არ მაუშნოებდესო.
უცებ ტყიდან ლომი გამოხტა და ირმისაკენ გაექანა. ირემი ტრიალს მინდორზედ ისარივით გაფრინდა. ლომი უკან დარჩა. მაგრამ, როცა ირემი ტყეში შევარდა, რქები ხის ტოტებში გაეხლართა, ლომი მივარდა და დაიჭირა. იღუპებოდა ირემი და ამბობდა:
- აი, შე სულელო ჩემო თავო! რასაც იწუნებდი, იმათ ხიფათს გადაგარჩინეს, და რაც მოგწონდა, იმათ კი დაგღუპესო“.