ზაფხულის პაპანაქება იდგა. საქონელი ჩრდილს შეფარებოდა. გარს ეხვია აუარებელი ბუზი და აწუხებდა... პირუტყვები წამდაუწუმ კუდებს იქნევდნენ და მომაბეზრებელ მწერებს იგერებდნენ.
ამას ვერ ახერხებდა მხოლოდ ერთი კუდა-ხარი, რომელსაც ურიცხვი ბუზი დახვეოდა და უმოწყალოდ კბენდა.
თვითონ რომ ვერაფერი გაეწყო მოკლე კუდის გამო, ხან ერთ ხართან მივიდოდა, ხან მეორესთან, ეგებ იმათი გრძელი კუდი მომხვდეს და ბუზები დამიფრთხოსო.
ხარებმა კითხეს: - „კუდავ, რას დაეხეტებიო?“
- ვერა ხედავთ, ბუზებს გიგერიებთო! - არხეინად უპასუხა კუდამ.
ანდაზა: კუდა ხარი თავისთვის არ იყო, სხვებს ბუზებს უგერებდაო.