მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 628 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქარის მიმართულება ყველა ქვეყანაში დედამიწის რელიეფზე არის დამოკიდებული. საქართველოს ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთა ეფარება, სამხრეთიდან - სომხეთის მთა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი და დასავლეთი არის ღია. ამიტომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარი ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია. საქართველოში მხოლოდ ორი მხრის ქარი იცის: აღმოსავლეთისა და დასავლეთის.

დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ქარს ზენა ქარს ეძახიან, დასავლეთის ქარს ქვენა ქარს: აღმოსავლეთ საქართველოში კი - პირიქით: აღმოსავლეთის ქარს ქვენა ქარი ქვია, დასავლეთისას - ზენა ქარი. სხვადასხვა სახელები ქარს იმიტომ ქვია, რომ დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ არის დაქანებული და აღმოსავლეთ საქართველო კი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. აღმოსავლეთის ქარი უფრო მშრალი და ცხელია, დასავლეთისა კი ნოტიო და გრილი. ამიტომ წვიმის ღრუბლები საქართველოში უფრო დასავლეთის ქარს მოაქვს.

იმერეთის მხარეში იცის აღმოსავლეთის ერთგვარი ქარი, რომელიც ზედმეტად ცხელი და მშრალია და ცუდი გავლენას ახდენს ბუნებაზე: აშრობს ჰაერს, აჭკნობს და ახმობს მცენარეებს; სუნთქვას უძნელებს და აწუხებს ადამიანებს. არანაირი ხანგრძლივი გვალვა ისე არ ახმობს მიწას და ისეთი მავნებელი არ არის, როგორც ამ მიმართულების ქარი. ძნელი ასახსნელია, სად იბადება და საიდან მოდის ეს ქარი. ის აღმოსავლეთიდან მოქრის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქართლში ეს ქარი არ იცის: უფრო მეტად იმერეთში და სამეგრელოში ქრის; მათ გარშემო მდებარე მხარეებს (რაჭას, აფხაზეთს, გურიასა და ახალციხის მხარეს) ან სულ არა ხვდება და ან - ნაკლებად. კიდევ კარგი, რომ ეს ქარი იშვიათად ამოვარდება ხოლმე და ჩადგომაც მალე იცის, თორემ იმერეთს სულ ააოხრებდა.

კავკასიონის მთის მწვერვალები ისეთი მაღალია, რომ იმათზე ზამთარ-ზაფხულ თოვლი აუღებლად დევს. მათ შორის ყველაზე მაღლა ცაში ატყორცნილა ორი მწვერვალი: იალბუზი, რომელსაც ხუთ ვერსზე მეტი სიმაღლე აქვს, და ყაზბეგი, რომელიც იალბუზზე ცოტათი დაბალია. იალბუზი დასავლეთს საქართველოში მდებარეობს, ხოლო ყაზბეგი - აღმოსავლეთ საქართველოში.

კავკასიონის ქედის თოვლით შემოსილი მწვერვალები სუსხს მატებს ჩვენს ჰავას და ხშირად აჩენს ცივს ქარს, რაც ძლიერ მავნებელია როგორც მცხოვრებლების ჯანმრთელობისთვის, ისე მცენარეებისათვის. კავკასიონის ქედი რომ დაბალი ყოფილიყო და ზაფხულობით მასზე თოვლი აეღო, ჩვენს ქვეყანაში უფრო თბილი და ჯანსაღი ჰავა იქნებოდა და ბევრი ისეთი ნაზი და ძვირფასი მცენარე გაიხარებდა, რომელიც ახლა ჩვენთან არ მოიპოვება.

კიდევ უარესი იქნებოდა, კავკასიონის მთები რომ საერთოდ არ ყოფილიყო; მაშინ ჩრდილოეთის ცივი ქარი თავისუფლად იქროლებდა ჩვენსკენ და ჰავას იმდენად შეცვლიდა რომ ბევრი ჩვენებური ნაზი მცენარე აღარ გაიხარებდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ