მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 496 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სკოლაში მაგიდაზე ეწყო ცარცი და კურდღლის ფეხი. ცარცით წერდნენ ხის ფიცარზე, კურდღლის ფეხით კი დაწერილს შლიდნენ. ბავშვები ბევრჯერ სინჯავდნენ ამ ფეხს და უნდოდათ შეეტყოთ, თუ სად და როგორ ცხოვრობდა ამ ფეხის პატრონი და როგორ გაჩნდა ფეხი მათ კლასში. ერთხელ გაბედეს და შეეხვეწნენ თავის მასწავლებელს, კურდღლის ამბავი მოგვიყევითო. მასწავლებელმა დიდი სიამოვნებით აუსრულა მათ წადილი და უამბო შემდეგი:

კურდღელი რომელსაც ეს ფეხი ეკუთვნოდა, ცხოვრობდა მწვანე ტყეში. მას გრძელი ტანი, რუხი ფერი, გრძელი ყურები, ბრდღვიალა თვალები და კატის მსგავსი თავი ჰქონდა. მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი იყო მისი უკანა ფეხები, წინა ფეხებზე უფრო გრძელი, მაღალი და ღონიერი. სირბილში კურდღელი ისეთი მარდი და ჩქარი იყო, რომ შორიდან გეგონებოდა, მიწაზე კი არ ადგამს ფეხებს, ჰაერში მიფრინავსო. რამდენჯერმე მწევრებმა მოასწრეს და წინ გაიგდეს, მაგრამ კურდღელი იმდენს ეცდებოდა, რომ აღმართს შესდგომოდა, და მაშინ მალე იტოვებდა უკან მწევრებს.

ერთხელ მწევრები ისე შემოეხვივნენ, რომ კურდღელს მეტი ძალა არა ჰქონდა, თავდაღმა უნდა დაშვებულიყო. ასე სირბილი კურდღელს ეჩოთირებოდა, არ ეხერხებოდა, თავისებურად ვერ მირბოდა, დიდრონი უკანა ფეხები სირბილში ხელს უშლიდა და ამიტომ მწევრები თანდათან უახლოვდებოდნენ. მონადირეს ეგონა; ეს არის სამწვადე ხელთ ვიგდეო, მაგრამ ამ დროს კურდღელმა იხერხა, მრგვლად მოიკუმშა და უცებ გორგალივით დაგორდა თავდაღმა. როცა მთის ძირამდე ჩაგორდა, სწრაფად წამოვარდა და ისეთი სისწრაფით მოკურცხლა, რომ მწევრებმა მისი დაწევის იმედი დაკარგეს და თავი დაანებეს.

ცოტა ხმის შემდეგ ჩვენი კურდღელი ღამით ისევ დაბრუნდა თავის ტყეში. მას აქ კარგი მყუდრო ბინა ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის ეშინოდა: ადამიანის, ნადირის და ფრინველის. ნიავის შრიალიც კი საკმარისი იყო, რომ კურდღელს ძაგძაგი დაეწყო და გასაქცევად მომზადებულიყო. ამ სიმხდალის გამო კურდღელი დღისით სულ თავის სოროში იწვა; მხოლოდ ღამე, დილის რიჟრაჟზე, ან საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ გამოდიოდა სოროდან; ამ დროს ის მხიარულად დახტოდა, თამაშობდა და მუცელს იძღებდა: ძოვდა ნორჩ და წყლიან ბალახ და იმით იკვებებოდა. მართალია კბილები მჭრელი ჰქონდა, მაგრამ მცენარეების გარდა არაფერს არ ჭამდა. რადგან ტყეში და ახლო მინდორში ნოყიერი ბალახი ბევრი იყო, ამიტომ კურდღელს საჭმელი მუდამ თავზე საყრელი ჰქონდა.

ჩვენი კურდღელი ბევრს წელიწადს გაატარებდა ბედნიერად, მხოლოდ ტყისა და მინდვრის ბალახით რომ დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ, თავის საუბედუროდ, მან გლეხის ბოსტანში შესვლა და კომბოსტოს გემოს გაგება მოინდომა. გლეხს კი კომბოსტო თავის ოჯახისთვის ქონდა დათესილი და არა კურდღლისთვის, ამიტომ მას სულაც არ უნდოდა, რომ მისი კომბოსტო კურდღელს შეეჭამა.

მაგრამ იქნებ კურდღელმა ეს არ იცოდა? როგორ უნდა შეეტყობინებინა ეს გლეხს მისთვის? კურდღელთან მოლაპარაკება არ შეიძლებოდა. კითხვა კურდღელმა არ იცოდა, რომ გლეხს წერილი მიეწერა. ადგა გლეხი დაარჭო ბოსტანში მაღალი სარი და მიაბა ზედ გარდიგარდმო ჯოხი; სარის წვერზე ჩამოაცვა ძველი ქუდი და ჯოხზე დაძონძილი ახალუხი ჩამოკიდა, ასე რომ რაღაც კაცის მსგავსი გამოვიდა. ამაზე უკეთესი გამაფრთხილებელი ნიშანი ძნელად თუ იქნებოდა; ეს ცხადად ეუბნებოდა კურდღელს: ეს მამული ეკუთვნის ადამიანს, თუ აქ შემოხვალ, შენ ის უთუოდ დაგიჭერს და დაგსჯისო.

მაგრამ კურდღელი თავისებურად ფიქრობდა. პირველად ეგონა, რომ ბოსტანში ცოცხალი კაცი დგასო; მაგრამ, რადგანაც კაცი არ ინძრეოდა, ამიტომ კურდღელი თანდათან მიუახლოვდა, ბოლოს ისე გათამამდა, რომ ბოსტნის შუაგულში მოექცა, მხიარულად დაიწყო ხტუნვა კვლებში და საფრთხობელას აღარ მოერიდა: მიუცუცქდა კომბოსტოს და ჭამა დაუწყო.

მეორე დღეს გლეხმა ნახა, რომ მისი კომბოსტოს საკეთესო თავები სულ გაკორტნილი იყო. გლეხს ბრაზი მოუვიდა, მით უმეტეს, რომ სწორედ იმ დღეს აპირებდა ამ თავების მოჭრასა, გაყიდვას და თავისი შვილებისათვის ტანსაცლის ყიდვას. არა, ამას ვეღარ მოვუთმენ, თქვა გაბრაზებულმა გლეხმა და მონადირე მოიწვია.

საღამოს მონადირემ გატენა თოფი და გასწია ბოსტნისკენ. აი განაბა სული, გაშეშებული დადგა ბოსტანში და დაუწყო ლოდინი. ბოლოს კურდღელმაც მოირბინა. ეტყობოდა კომბოსტო ძალიან ეგემრიელა. „ოჰო, - იფიქრა კურდღელმა, - გლეხს მეორე საფრთხობელაც დაუდგამს, რომ მე უფრო მეტად შემეშინდეს. დიახ, როგორ არა! მე ისეთი მხდალი არ ვარ რომ ამისთანა რამეებს შევუშინდე“.

კურდღელი გულადად დადგა უკანა ფეხებზე სწორედ მონადირის პირდაპირ, ყურები აცქვიტა და წინა ფეხები ისე ააყოლია, თითქოს დიპლიპიტოს უკრავსო. - ჭექ! - გავარდა თოფი და კურდღელი იქვე მკვდარი გაგორდა.

როცა მონადირე შინ დაბრუნდა. კურდღელს ერთი ფეხი მოჭრა და თავის შვილს სათამაშოდ მისცა. როცა ბავშვმა გული იჯერა კურდღლის ფეხის თამაშით, ეს ფეხი მეწვრიმანემ იყიდა, ამ მეწვრიმანისაგან მე ვიყიდე და მოვიტანე კლასში ცარცით ნაწერის წასაშლელად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ