მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 470 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მინდვრები ჯერ ისევ მარცვლებითაა სავსე, ხეები მწვანეა, ყვავილები ყვავის, ბაყაყების გუნდი საღამოობით ჯერ ისევ მხიარულად ყიყინებს, მზე ქვეყანას ისევ თბილ სხივებს უგზავნის, ღამეები ჯერ კიდევ არ არის ცივი; მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრინველები ამ დროს წასვლისთვის ემზადებიან.

რა არის ამის მიზეზი? პირველი მიზეზი საჭმლის გამოლევის შიშია. მართალია, საჭმელი ამ დროს ფრინველებს ჯერ კიდევ უხვად აქვთ და ძლიერ მსუქნებიც არიან, ისეთი რომ მწყრებს ამ დროს ფრენა ხეირიანად არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი კარგად გრძნობენ, რომ საჭმელი ჩვენს ქვეყანაში მალე გამოილევა და უნდათ დროულად წავიდნენ.

მეორე მიზეზი სიცივეა. მართალია, შემოდგომის დამდეგს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ თბილა, მაგრამ ფრინველები გრძნობენ, რომ სიცივე მალე დადგება და ამიტომ თბილს ქვეყნებში მიეშურებიან. ამ დროს აღსასანიშნავია გალიაში დამწყვდეული ფრინველების ქცევა, მართალია მთელი წელიწადი საჭმელი უხვად აქვთ და ერთნაირ სითბოში ცხოვრობენ, მაგრამ როცა ფრინველების წასვლის დრო მოახლოვდება, ამათაც მოგზაურობა და თბილს ქვეყანაში წასვლა მოუნდებათ ხოლმე. დაღონებულები გალიაში სხედან, ღამე ცოტა ძინავთ და ძალიან იშვიათად გალობენ, მოუსვენრად არიან, უნდათ გალიიდან გამოფრინდნენ და წასულ ფრინველებს დაედევნონ

ფრინველები წასვლის წინ მოგროვებას გუნდ-გუნდად იწყებენ. ალბათ ბევრს უნახავს, რომ ამ დროს მერცხლები ერთად იკრიბებიან. წასვლის წინა ღამეს კი ერთმანეთს ისევ შორდებიან; ყველა დედალ-მამალი თავის ბუდესთან მიდის, გარშემო რამდენჯერმე უვლის, მერმე ზედ ჯდება და კარგა ხანი ჭიკჭიკებს. თითქო თავის ბუდეს ეთხოვებაო. საღამოს ისე ერთად გროვდებიან, საყდრებსა და კოშკებს გუნდ-გუნდად გარს უვლიან, მერე სოფლის გარშემო ტრიალებენ, თითქოს სამშობლოს ეთხოვებიანო; ბოლოს, ბინდისას, მერცხლების მთელი გუნდი სოფლის გარეთ გადის და უკანასკნელ ღამეს ჭაობის ჩალებსა და ლერწმებში ათევს. მეორე დღეს, ინათებს თუ არა, გუნდი გზას გაუდგება.

აგრეთვე ერთად იკრიბებიან წასვლის დროს წეროები და სხვა ფრინველები. თუ გამგზავრების დროს შენიშნეს, რომ ამხანაგები აკლიათ, მაშინვე მსტოვარს გაუგზავნიან და წასასვლელად მიიწვევენ.

თუ შემოდგომაზე ფრინველები ნელ-ნელა ემზადებიან და წასვლას არ ჩქარობენ, წასვლის შემდეგაც გზაზე მალ-მალე ჩერდებიან და ხშირად გალობენ. ამ შემთხვევაში კარგ და თბილს შემოდგომას უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ წასვლას მოუსვენრად ეშურებიან, ცოტას ან საერთოდ არ გალობენ და ძალიან ჩქარობენ, უთუოდ ნაადრევი და ცივი შემოდგომა დაგვიდგება.

ჩვენი ქვეყნიდან რომელი ფრინველიც გვიან მიდის, ის ყველაზე ადრე მოდის ხოლმე; ხოლო რომელიც თავს ყველაზე ადრე გვანებებს, ის გვიან მოგვიგონებს ხოლმე; ვისაც ჩვენთან განშორება ეძნელება, ის ადრე ბრუნდება და ვისაც არა, ის გვიან მოდის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ